„სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2230
სარეგისტრაციო კოდი
120.260.020.05.001.001.267
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 12, 21/05/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1„სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 12.07.2002, მუხ.82) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის წესი

1. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის 15% ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, 10% – შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტში, 45% – საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, 15% – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და 15% – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე.

2. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდის ვადა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

3. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების განსაზღვრისა და ამ შემოსავლების მიღებაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ყოველი წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დადგენილი წესით წარუდგენენ შესაბამის გაანგარიშებებს ამ მოსაკრებლიდან მომდევნო საბიუჯეტო წელს მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების შესახებ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 7 მაისი.

№2230–IIს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.05.2003.
როდის იქნა მიღებული „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.05.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2230. სარეგისტრაციო კოდი — 120.260.020.05.001.001.267.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.05.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2230, 07.05.2003, სარეგისტრაციო კოდი 120.260.020.05.001.001.267 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.05.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14896/