სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
დოკუმენტის ტექსტი
(ძალადაკარგულია - 21.09.2023, №3500)
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ
მუხლი 2. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის ცნება
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი არის სავალდებულო გადასახდელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც გადაიხდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობისათვის.
საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3429 - სსმ I, №27, 17.07.2006 წ., მუხ.225
მუხლი 4. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება
1. ამ კანონით დადგენილი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდა არის წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი.
2. წვევამდელის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამდებობის პირს მის პირად საქმეში შეაქვს სათანადო ჩანაწერი და ამ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 5. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის განაკვეთი
1. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას დაქვემდებარებული პირისათვის 18 თვით გადავადებისათვის შეადგენს 2000 (ორი ათას) ლარს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ორჯერ, მაგრამ არა უმეტეს 25 წლის ასაკისა.
3. თუ გადავადების უფლების გამოყენება ეწინააღმდეგება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, პირს შეუწყდება გადავადებით სარგებლობის უფლება და გაწვეული იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურში.
საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3429 - სსმ I, №27, 17.07.2006 წ., მუხ.225
1. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის 90% ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 10% – შესაბამის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
2. სამხედრო სავალდ ებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდის ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების განსაზღვრისა და ამ შემოსავლების მიღებაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტი ყოველი წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დადგენილი წესით წარუდგენს შესაბამის გაანგარიშებებს ამ მოსაკრებლიდან მომდევნო საბიუჯეტო წელს მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების შესახებ.
მუხლი 7. სადავო საკითხების განხილვის წესი
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს წყვეტს სასამართლო.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 21 ივნისი.
№1531–IIს
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ
(ძალადაკარგულია - 21.09.2023, №3500)
საქართველოს კანონი
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ
ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრავს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის ოდენობას, გადახდის წესსა და პირობებს.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი არის სავალდებულო გადასახდელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც გადაიხდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობისათვის.
მუხლი 3. (ამოღებულია)საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3429 - სსმ I, №27, 17.07.2006 წ., მუხ.225 მუხლი 4. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება
1. ამ კანონით დადგენილი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდა არის წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი.
2. წვევამდელის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამდებობის პირს მის პირად საქმეში შეაქვს სათანადო ჩანაწერი და ამ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
1. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას დაქვემდებარებული პირისათვის 18 თვით გადავადებისათვის შეადგენს 2000 (ორი ათას) ლარს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ორჯერ, მაგრამ არა უმეტეს 25 წლის ასაკისა.
3. თუ გადავადების უფლების გამოყენება ეწინააღმდეგება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, პირს შეუწყდება გადავადებით სარგებლობის უფლება და გაწვეული იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურში.
საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3429 - სსმ I, №27, 17.07.2006 წ., მუხ.225
მუხლი 6. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის წესი🔗
1.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის 90% ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 10% – შესაბამის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.2. სამხედრო სავალდ ებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდის ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების განსაზღვრისა და ამ შემოსავლების მიღებაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტი ყოველი წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დადგენილი წესით წარუდგენს შესაბამის გაანგარიშებებს ამ მოსაკრებლიდან მომდევნო საბიუჯეტო წელს მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების შესახებ.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს წყვეტს სასამართლო.
მუხლი 8. კანონის ამოქმედებაეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.