თავი II — ნაწილი I. სამართლებრივი დახმარება სამოქალაქო და სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით
წინამდებარე ხელშეკრულების მე-7 მუხლის 1 ნაწილსა და მე-13 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნას და თანდართულ დოკუმენტებს უნდა დაერთოს შემსრულებელი მხარის ენაზე დამოწმებული თარგმანი ან მათი ინგლისური ვარიანტები.
2.
თარგმანი უნდა დამოწმდეს შემკითხველი დაწესებულების კომპეტენტური თარჯიმნის, ნოტარიუსის ან ხელშეკრულების მონაწილე მხარეების დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულებათა მიერ.
3.
სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნა სრულდება შემსრულებელი მხარის ენაზე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება