თავი II — ნაწილი I. სამართლებრივი დახმარება სამოქალაქო და სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით
ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოში თავისუფლდებიან სასამართლო ხარჯებისაგან და გაეწევათ უფასო სამართლებრივი დახმარება იმავე პირობებით, როგორც ამ მხარის მოქალაქეებს.
2.
აღნიშნული სამართლებრივი დახმარება, გადაწყვეტილების აღსრულების ჩათვლით, ვრცელდება ყველა იმ პროცესუალურ მოქმედებაზე, რომელიც ამ პროცესის მსვლელობასთან დაკავშირებით ხორციელდება.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება