გადაწყვეტილებების აღსრულება, მე-20 მუხლში გათვალისწინებული პირობების გარდა (ზ) პუნქტის გამოკლებით)), უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც აღსრულებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება, საქმე საარბიტრაჟო განხილვის საგანია;

ბ) გადაწყვეტილება გამოტანილია მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმების ან საარბიტრაჟო დათქმის საფუძველზე;

გ) საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლობა შეესაბამება მხარეთა შეთანხმებას ან საარბიტრაჟო დათქმას ხელშეკრულებაში, ანდა შეესატყვისება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობას, სადაც ადგილი ჰქონდათ საარბიტრაჟო განხილვას;

დ) მხარეები სათანადო წესით იყვნენ გაფრთხილებული არბიტრის ან საარბიტრაჟო განხილვის დანიშვნის თაობაზე;

ე) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია იმ ქვეყანაში, რომელმაც ის გამოიტან