ხელშეკრულების მონაწილე მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, გაუწიონ ერთმანეთს სამართლებრივი დახმარება სისხლის სამართლის საქმეებზე.
2.
სისხლისსამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარება მოიცავს დოკუმენტების გადაცემას, ჩხრეკის ჩატარებას, მტკიცებულებათა შემცველი დოკუმენტებისა და ქონების ამოღებას, ბრალდებულთა დაკითხვას, მოწმეთა და ექსპერტთა მოსმენას, შემთხვევის ადგილის და საგნების ექსპერტიზას (დათვალირებას).
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება