მოთხოვნა მსჯავრდებულის გადაყვანის შესახებ სრულდება წერილობით.

2.მოთხოვნას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განაჩენის დამოწმებული ასლი; რომელსაც თან ერთვის ინფორმაცია, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა;

ბ) კანონის ტექსტი, რომელშიც აღნიშნულია მოცემული დანაშაული და შესაბამისი სასჯელი;

გ) შეძლებისდაგვარად ზუსტი მონაცემები პირის ვინაობის, მოქალაქეობისა და მისამართის შესახებ;

დ) დოკუმენტები მსჯავრდებულის მიერ სასჯელის ნაწილის მოხდის შესახებ;

ე) გადაყვანის თაობაზე მსჯავრდებულის თანხმობის ოქმი (დეკლარაცია);

ვ) მოთხოვნის განხილვისათვის მნიშვნელოვანი სხვა დოკუმენტებ