63-ე მუხლში გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ერთმანეთს უგზავნიან წერილობით მოთხოვნას, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) მოთხოვნის წარმომდგენი ორგანოს დასახელება;
ბ) დოკუმენტები, რომლებიც ეხება მოთხოვნაში აღნიშნული დანაშაულის საგანს, დანაშაულის დროისა და ადგილის ჩათვლით;
გ) შესაძლებლობის ფარგლებში მონაცემებს ეჭვმიტანილის ვინაობის, მოქალაქეობის, ადგილსამყოფლის ან საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
2.მოთხოვნას თან ერთვის ქვემოთ მითითებული დოკუმენტები:
ა) მოთხოვნის წარმომდგენი მხარის ენაზე შედგენილი გამოძიების მასალები ან დედანთან სათანადოდ დამოწმებული მისი ასლები;
ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი ხასიათის ნივთები და დოკუმენტები. ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ამ ხელშეკრულების 67-ე მუხლის დებულებები;
გ) ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის კანონის ტექსტი, რომლის საფუძველზეც ქმედება დანაშაულად არის მიჩნეული;
დ) ეჭვმიტანილის ფოტოსურათი, აუცილებლობის შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად, მისი თითის ანაბეჭდი.
3.ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარე აცნობებს მეორე მხარეს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შედეგებს და უგზავნის საბოლოო გადაწყვეტილების ასლ