„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
320080000.17.010.016011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111017014, 17/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისი ის

დადგენილება №10

2011 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებაში  ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

1. „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებულ  „სააბონენტო ნომრების პორტაბელობის დებულებაში” (სსმ III, 09.07.2010, №83, მუხ. 1203) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირი, ვალდებულია უზრუნველყოს ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) უფლება და შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე  ან/და მომსახურების მიწოდებაზე ერთი ავტორიზებული პირის მეორეთი შეცვლისას, ნუმერაციის ერთ სა და ი მა ვე სააბონენტო გეოგრაფიულ ზონაში; აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება ადგილობრივი დაშვების სადენიანი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით ფიქსირებული სატელეფონო (მათ შორის VOIP – ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით)მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირის  ფიჭური ორგანიზების ტიპის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფიქსირებული სატელეფონო მომსახუ­რების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი თ  შეცვლისას და პირიქით.“;

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-5 პუნქტი:

„5. ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირ ი (მიმღები ოპერატორი), რომ ე ლსაც არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობა უზრუნველყოს საკუთარ ქსელში სააბონენტო ნომრის პორტირება, უფლებამოსილია უარი უთხრას პორტირების მსურველს პორტირების თაობაზე განცხადების მიღებაზე.“;

გ) მე-12 მუხლის  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და სატელეფონო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირები ვალდებულ ნ ი არიან უზრუნველყონ სააბონენტო ნომრის პორტირების შესაძლებლობა  2011 წლის 1 დეკემბრამდე.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                 ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                          ს.ბრიტანჩუკი

                                                                         კ.კვიტაიშვილი

                                                                         ა.სიხარულიძე

                                                                         ი.მოსეშვილი