„ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№390
სარეგისტრაციო კოდი
390130000.10.003.016550
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111017018, 17/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №390

2011 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის2007წლის6თებერვლის№21დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი1.„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე‑20მუხლის მე-4პუნქტის შესაბამისად, „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის2007წლის6თებერვლის№21დადგენილებაში (სსმ,2007წ., მუხ.224) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში– სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირი–ბუნებრივი რესურსების სააგენტო (შემდგომში–სააგენტო).“.

2. მე-3მუხლის:

ა) მე-4 – 81პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით (სააგენტოს გადაწყვეტილებით,ლიცენზიის გაცემის მიზნით შეიძლება გაიმართოს ელექტრონული აუქციონი სააგენტოს ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდის–www.eauction.ge-ს მეშვეობით).

5. აუქციონი ცხადდება სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.

6. ამ მუხლის მე-5პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც სააგენტო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით,ან სააგენტოს გადაწყვეტილება.

7. აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას სააგენტო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში (ხოლო ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში –ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ან ინტერნეტგვერდზე– www.eauction.ge),აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.

8. სააგენტო,საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო ორგანოს დასკვნის საფუძველზე,ადგენს თეთრყვავილას ბოლქვებისა და ყოჩივარდას გორგლების მოპოვების კვოტას.

81. სოჭის გირჩის მოპოვების დასაშვებ მოცულობასა და სოჭის გირჩიდან სოჭის თესლის გამოსავლიანობას ადგენს სააგენტო.“;

ბ) მე-9 – მე-13პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სააგენტომ შეიძლება დაადგინოს სარგებლობის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომლებიც მტკიცდება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

10. ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით იქმნება მინისტრის სათათბირო საბჭო–სამეცნიერო ორგანო.

11. სამეცნიერო ორგანოს მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით.

12. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს ენე რ გეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (შემდგომში–მინისტრი).

13. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩით და„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მოწმობის ფორმას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი.“.

3. მე-4მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი სააგენტოს წარუდგენს განაცხადს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის78-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.“.

4. მე-5მუხლის მე-2პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ15დღის განმავლობაში. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს სააგენტო.“.

5. მე-7,მე-8და81მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი7. აუქციონის საწყისი ფასი

აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს,„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით,ადგენს მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

    მუხლი8. ლიცენზიის მოქმედების ვადა

1. ლიცენზია გაიცემა არა უმეტეს 20წლის ვადით.

2. სააგენტოს, საქართველოს მთავრობის თანხმობით, უფლება აქვს, გააგრძელოს სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, აგრეთვე მხარეთა შეთანხმებით (სააგენტო და შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი), შესაძლებელია ლიცენზიის პირობების შეცვლა (გარდა ნორმატიული აქტით დადგენილი პირობებისა) ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობების დადგენა.

    მუხლი81. სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი

ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სააგენტო.“.

6. 91მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი91. ლიცენზიის გაუქმება

ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს შესაბამისად სააგენტო ან სასამართლო.“.

7. 92მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი2. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

1. ამ დადგენილების ამოქმედებამდე„ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის2007წლის6თებერვლის№21დადგენილების საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას და მათში ცვლილების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება გააჩნია შესაბამის უფლებამონაცვლე ადმინისტრაციულ ორგანოს.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ნ. გილაური