„ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №522 |
|
2025 წლის 28 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის 84 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„84. სალიცენზიო ფართობზე კვლევის შედეგად დადგენილი სოჭის გირჩის მსხმოიარობის არარსებობისას ან სიმცირისას, ან სხვაგვარი გარემოების არსებობისას, რომელიც შეუძლებელს ხდის სოჭის გირჩით სარგებლობას, სააგენტოს უფლება აქვს, უარი თქვას კვოტის დამტკიცებაზე ან დაამტკიცოს შემცირებული კვოტა. ამ შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია:
ა) დადგენილი წესით გაგრძელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადა;
ბ) აუქციონზე შეძენილი წლიური კვოტა ან მისი ნაწილი დაემატოს მომდევნო წლის/წლების წლიურ კვოტას (რესურსის არსებობის შემთხვევაში). აღნიშნულ შემთხვევაში, ყოველწლიური კვოტების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს აუქციონზე შეძენილი რესურსის ჯამურ ოდენობას;
გ) სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, სააგენტოს მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის დროებით ადგილმონაცვლეობა სხვა ფართობით, ფართობის დროებით დამატება, სადაც იმავე ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობებით შესაძლებელი იქნება რესურსის მოპოვება.“.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 85 პუნქტი:
„85. შესაბამის სეზონზე სალიცენზიო ფართობად ჩაითვლება ამ დებულების მე-3 მუხლის 84 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადგილმონაცვლე/დამატებული ფართობი.“.
3. 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩის მოპოვებისათვის დადგენილი სალიცენზიო პირობები
სოჭის გირჩის მომპოვებელი „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) დაიცვას სოჭის გირჩის მოპოვების დასაშვები მოცულობა (კვოტა), რომელიც ყოველწლიურად დგინდება ლიცენზიის გამცემის მიერ;
ბ) სალიცენზიო ფართობზე სოჭის გირჩის მოპოვება აწარმოოს შემოდგომის სეზონზე;
გ) ყოველწლიურად, სოჭის გირჩის მოპოვების დაწყებამდე, მიმართოს ტყის მართვის ორგანოს სალიცენზიო ფართობის გადმობარების, ხოლო გირჩის მოპოვების დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 1 დეკემბრამდე, გადაბარებისათვის, რასთან დაკავშირებითაც ფორმდება სალიცენზიო ფართობის მიღება-ჩაბარების აქტი;
დ) სოჭის გირჩის მოპოვება აწარმოოს სალიცენზიო ფართობის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს;
ე) სალიცენზიო ფართობის გადმობარებიდან გადაბარებამდე პერიოდში დაიცვას სალიცენზიო ფართობი უკანონო ტყითსარგებლობისაგან და, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულ ფართობზე უკანონო ტყითსარგებლობისა და სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ;
ვ) უზრუნველყოს გადმობარებული ფართობის მიღება-ჩაბარების აქტით გადაბარება ლიცენზიის ვადის ამოწურვის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში;
ზ) უზრუნველყოს გირჩის მოპოვების დროს ხეების დაზიანებისგან დაცვა;
თ) ხელი არ შეუშალოს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს, განახორციელოს სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები (გარდა სამეურნეო ჭრებისა). სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები ტარდება ლიცენზიის მფლობელის შეტყობინების შემდეგ;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, გადაიხადოს სოჭის გირჩით სარგებლობის რეგულირების საფასური;
კ) სამინისტროს მიმართვის შემთხვევაში, მოპოვებული სოჭის გირჩიდან მიღებული არაუმეტეს 10 000 სოჭის ნერგის გაშენებისათვის საჭირო სოჭის თესლი უსასყიდლოდ გადასცეს შესაბამისი პროექტის/სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ პირს;
ლ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, სააგენტოსა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს წლიური ანგარიში.“.
|