განჩინება შპს „სალთვისი-2“-ის მიმართ გაკოტრების საქმის დაწყების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
2011 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი: შპს ,,სალთვისი-2’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი: 217892608)
დირექტორი: ლევან ბუზალაძე
მოთხოვნა: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა;
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,სალთვისი-2’’-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების საკითხი
გამოარკვია:
2011 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,სალთვისი-2’’-ის დირექტორმა ლევან ბუზალაძემ და მოითხოვა შპს ,,სალთვისი-2’’-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 აგვისტოს განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო, ხოლო 2011 წლის 12 ოქტომბერს კრედიტორთა კრებაზე დანიშნულ იქნა გაკოტრების მმართველი აღსრულების ეროვნული ბიურო. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა და 36-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით, გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას ამ კანონის მე-17 მუხლით დადგენილი წესით, ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ მე-7, მე-8, მე-17, 25-ე, 27-ე, 36-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,სალთვისი-2’’-ის მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.
2. გაკოტრების მმართველად დაინიშნოს აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლო დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თ. ჭუნიაშვილი