1. დაუშვებელია გაზის (აირის) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ღიად, გამოსაჩენად ტარება, აგრეთვე საჯარო სივრცეში დემონსტრირება. გაზის (აირის) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის საჯარო სივრცეში დემონსტრირებად არ ჩაითვლება მისი საჯარო სივრცეში თავდაცვის მიზნით გამოყენება.
2. დაუშვებელია ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ფიზიკური პირის მიერ ტარება. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც ფიზიკურ პირს ეს იარაღი თან აქვს − ხელში უჭირავს, სხეულზე აქვს მიმაგრებული ან ტანსაცმელში ინახავს.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობის) საფუძველზე დასაშვებია ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა, საქართველოდან გატანა, გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა ამ კანონის მე-2 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით, მხოლოდ განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად, რაც გამორიცხავს მისი დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობას. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენის, საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
4. გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარების, შეძენის, საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
5. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის კანონი №711 – ვებგვერდი, 14.07.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1267 - ვებგვერდი, 24.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1267
- 12.07.2021 კანონი №711
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 211. გაზის (აირის) იარაღისიარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარების წესი, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება ან ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღისიარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესი 1. დაუშვებელია გაზის (აირის) იარაღისიარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ღიად, გამოსაჩენად ტარება, აგრეთვე საჯარო სივრცეში დემონსტრირება. გაზის (აირის) იარაღისიარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის საჯარო სივრცეში დემონსტრირებად არ ჩაითვლება მისი საჯარო სივრცეში თავდაცვის მიზნით გამოყენება. 2. დაუშვებელია ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ფიზიკური პირის მიერ ტარება. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც ფიზიკურ პირს ეს იარაღი თან აქვს − ხელში უჭირავს, სხეულზე აქვს მიმაგრებული ან ტანსაცმელში ინახავს. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობის) საფუძველზე დასაშვებია ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა, საქართველოდან გატანა, გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა ამ კანონის მე-2 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით, მხოლოდ განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად, რაც გამორიცხავს მისი დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობას. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის,იარაღის ამშეძენის, კანონისსაქართველოდან მე-2გატანის, მუხლისგადატანა-გადაზიდვის „რ1“ან ქვეპუნქტითგადაგზავნის გათვალისწინებულიწესი მიზნისგანისაზღვრება გარდა,საქართველოს სხვაშინაგან მიზნითსაქმეთა მინისტრის ბრძანებით. 4. გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარების, შეძენის, საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 4.5. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — იარაღის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 14, 03/06/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება