1. საქართველოს მოქალაქის მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის, სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის/ვაზნის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

11. საქართველოს მოქალაქის მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის საქართველოში შემოტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის საქართველოში ერთდროულად შემოსატანი რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. ფედერაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი) ან სპორტული ორგანიზაციის მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან დროებით გატანა და საქართველოში შემოტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

21. ფედერაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი) ან სპორტული ორგანიზაციის მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის საქართველოში შემოტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

3.
სხვა სახელმწ
იფოს და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა ხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვით, რის შესახებაც ეცნობებათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნებართვას გასცემს ერთდროულად არაუმეტეს 5 ერთეული სამოქალაქო იარაღის ან იარაღის ძირითადი ელემენტის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ან/და ერთდროულად არაუმეტეს 1 000 ერთეული საბრძოლო მასალის/ვაზნის (გარდა სასიგნალო იარაღის ვაზნისა) საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სამოქალაქო იარაღის, აგრეთვე მისი ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანისას სავალდებულოა მათი რეგისტრაცია
შემოტანიდან ა
რა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

6. სასიგნალო იარაღის ვაზნების ის რაოდენობა, რომლის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3166 - სსმ I, №19 01.06.2006 წ., მუხ.155

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228

საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3931 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1267 - ვებგვერდი, 24.12.2025