სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.10.2011 ძალადაკარგული 23.02.2018
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
330130000.35.117.016068
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111024029, 27/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2011 წლის 21 ოქტომბერი

ქ. ამბროლაური

სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’“ საქართველოს კანონის 231 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი1

განისაზღვროს ჯარიმის ოდენობები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით (დანართი №1).

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           კ . ფარჯანაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1

ჯარიმის ოდენობები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით

№

ზონა

ზონის აღწერა

ჯარიმის ოდენობა (ლარებში) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე

1

I ზონა

ქ. ამბროლაურში გამავალი შიდასახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორივე მხარეს არსებული 50-მეტრიანი ზოლი; სკვერები (ბაღები) და მათ მიმდებარე 50-მეტრიან ზოლში არსებული ტერიტორია

0,2

2

II ზონა

მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაუსახლებელ ტერიტორიაზე შიდასახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ორივე მხარეს არსებული 50-მეტრიანი ზოლი; სოფლებში არსებული სკვერები (ბაღები) და მათ მიმდებარე 50-მეტრიან ზოლში არსებული ტერიტორია

0,15

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.02.2018.
როდის იქნა მიღებული „სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ“?
„სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 21.10.2011. მიმღები ორგანო — ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №35. სარეგისტრაციო კოდი — 330130000.35.117.016068.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.02.2018-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.02.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ“, №35, 21.10.2011, სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.117.016068 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1496534/