აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111109001, 09/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ

თელიანი ველის” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

2011 წლის 29 ნოემბერს, დღის 18:00 საათზე, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირ №2-ში მოწვეულია სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება.
სააქციო საზოგადოება „თელიანის ველის” სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2011 წლის 8 ნოემბერი.

დღის წესრიგი:
1.    სს ,,თელიან ველსა“ და „ოპიკ-“ს (Overseas Private Investment Corporation) შორის 2011 წლის 25 ოქტომბერს ხელმოწერილი სესხის ხელშეკრულების დამოწმება;
2.    სს „თელიანი ველის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 18 ოქტომბერს მიღებული               №1/62 გადაწყვეტილების დამტკიცება.
3.    სხვადასხვა.

რეკომენდაციები:
დღის წესრიგის საკითხებთან მიმართებით, სამეთვალყურეო საბჭო იძლევა რეკომენდაციას:
1.    საერთო კრებამ დაამოწმოს სს ,,თელიან ველსა“ და „ოპიკ“-ს შორის 2011 წლის 25 ოქტომბერს ხელმოწერილი სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, „ოპიკ-“მა გასცა სესხი „პროექტისათვის“, რომლის ძირითადი თანხა არ გადააჭარბებს 8,000,000.00 აშშ დოლარს.
2.    საერთო კრებამ დაამტკიცოს სს „თელიანი ველის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის                  18 ოქტომბერს მიღებული №1/62 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭომ მოიწონა და უფლება დართო საზოგადოების გენერალურ დირექტორს, ზემოთ ხსენებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხელი მოაწეროს ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია, „ოპიკი“-ს სასარგებლოდ პირველი რიგის „უზრუნველყოფის“ (გარდა „სესხის ხელშეკრულების“ 7.01 მუხლით გათვალისწინებული „უზრუნველყოფებისა“) წარმოშობისა და რეგისტრაციისთვის „კომპანიის“ მთელ ქონებაზე როგორც მატერიალურზე, ისე არამატერიალურზე, როგორც დღეს არსებულზე, ისე მომავალში შეძენილზე, მათ შორის, ნებისმიერ უფლებაზე, მასალებზე, ზოგად არამატერიალურ აქტივებზე, დანადგარებზე, უძრავ და მოძრავ ქონებაზე, ანგარიშებზე, ნებისმიერი საპროექტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უფლებებზე და შესაბამის შემოსავლებზე;

კრება გაიმართება მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №2, მე-5 სართული. აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2011 წლის 29 ნოემბერს, 17:00 საათზე. სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის“ რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის“ აქციების რეგისტრატორთან – სს „კავკასრეესტრში” 2011 წლის 19 ნოემბრიდან შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა.
გენერალური დირექტორი   შ. ხობელია