საერთო კრების, დღის წესრიგისა და რეკომენდაციების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110506016, 10/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

                                                                              

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სს „თელიანი ველის” აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

2011 წლის 31 მაისს, დღის 18:00 საათზე, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირ №2-ში მოწვეულია სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება.

სააქციო საზოგადოება „თელიანის ველის” სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2011 წლის 18 აპრილი.

 

დღის წესრიგი:

1. 2010 წლის წლიური ანგარიში:

ა) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ჩატარებული 2010 წლის წლიური ფინანსური შედეგების წარმოდგენა;

ბ) მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

2. გენერალური დირექტორის ანგარიშის დამტკიცება.

3.სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელება.

4. სხვადასხვა.

 

რეკომენდაციები

დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:

დამტკიცდეს 2010 წლის წლიური ანგარიში.

დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:

დამტკიცდეს გენერალური დირექტორის 2010 წლის ანგარიში.

დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:

შევიდეს ცვლილება სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში, კერძოდ, სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გამოწვეულ იქნენ ბატონები: ელი ენოხი და ზაზა ბიბილაშვილი და დაინიშნონ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები: ბ-ნი გიორგი ვახტანგიშვილი და ბ-ნი მურთაზ კიკორია. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

● არსებული წევრი - პოლ როძიანკო (Paul Rodzianko)

● არსებული წევრი - დავიდ ოსტბი

● არსებული წევრი - ირაკლი ბურდილაძე

● ახალი წევრი - გიორგი ვახტანგიშვილი

● ახალი წევრი - მურთაზ კიკორია

სს „თელიანი ველის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართება მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №2, მე-5 სართული. აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2010 წლის 31 მაისს 17:00 საათზე. სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის“ მორიგ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის“ აქციების რეგისტრატორთან სს „კავკასრეესტრში” 2011 წლის 21 მაისიდან შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა.

გენერალური დირექტორი შ. ხობელია

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საერთო კრების, დღის წესრიგისა და რეკომენდაციების შესახებ“?
დიახ, განცხადება „საერთო კრების, დღის წესრიგისა და რეკომენდაციების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.05.2011.
როდის იქნა მიღებული „საერთო კრების, დღის წესრიგისა და რეკომენდაციების შესახებ“?
„საერთო კრების, დღის წესრიგისა და რეკომენდაციების შესახებ“ მიღებულია 06.05.2011. მიმღები ორგანო — ს.ს. "თელიანი ველი". დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „საერთო კრების, დღის წესრიგისა და რეკომენდაციების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.05.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „საერთო კრების, დღის წესრიგისა და რეკომენდაციების შესახებ“, №0, 06.05.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1322814/