სს „თელიანი ველის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „თელიანი ველის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
2013 წლის 3 ივნისს , დღის 18:00 საათზე, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირ № 2-ში მოწვეულია სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება.
სააქციო საზოგადოება „თელიანის ველის” სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2013 წლის 25 აპრილი.
დღის წესრიგი:
1. 2012 წლის წლიური ანგარიში:
ა) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ჩატარებული 2012 წლის წლიური ფინანსური შედეგების წარმოდგენა;
ბ) მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
2. გენერალური დირექტორის ანგარიშის დამტკიცება.
3. 2013 აუდიტორული კომპანიის არჩევა .
4. სხვადასხვა.
რეკომენდაციები
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცდეს 2012 წლის წლიური ანგარიში
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცდეს გენერალური დირექტორის 2012 წლის ანგარიში
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
საბჭო იძლევა რეკომენდაციას, რომ 2013 წლისთვის არჩეულ იქნეს აუდიტორული კომპანია „Ernst & Young“ LLC, რომელმაც ჩაატარა წინა წლების აუდიტიც.
სს „თელიანი ველის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართება მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი № 2, მე-5 სართული. აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2013 წლის 3 ივნისს , 17:00 საათზე. სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის” მორიგ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნ ე ს სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის” აქციების რეგისტრატორთან, სს „კავკასრეესტრში”, 2013 წლის 24 მაისიდან შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. № 74ა.
გენერალური დირექტორი შოთა ხობელია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „თელიანი ველის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება“?
- დიახ, განცხადება „სს „თელიანი ველის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.05.2013.
- როდის იქნა მიღებული „სს „თელიანი ველის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება“?
- „სს „თელიანი ველის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება“ მიღებულია 13.05.2013. მიმღები ორგანო — სს „თელიანი ველი“. დოკუმენტის ნომერი — №13/70.
- სად არის „სს „თელიანი ველის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.05.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „სს „თელიანი ველის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება“, №13/70, 13.05.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.05.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1920500/