სს „ლიბერთი კონსუმერ“-ის აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „ლიბერთი კონსუმერის” აქციონერთა საყურადღებოდ
სს „ლიბერთი კონსუმერის” (შემდგომში „კომპანია”) აქციონერთა მორიგი საერთო კრების ჩატარება განსაზღვრულია 2013 წლის 23 ივლისს, 17:00 საათზე. კომპანიის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. საზოგადოების 2012 წლის აუდიტირებული შედეგების დამტკიცების შესახებ;
2. დირექტორატის ანგარიში საზოგადოების 2012 წლის საქმიანობის შესახებ;
3. ბატონი მურთაზ კიკორიას სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლის შესახებ;
4. ბატონი ნიკოლოზ გამყრელიძის სამეთვალყურეო საბჭოში არჩევის შესახებ;
5. 2013 წლისათვის დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა.
2013 წლის 23 ივლისის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო და გენერალური დირექტორი აქციონერებს წარუდგენენ შემდეგი სახის რეკომენდაციებს:
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
1 . დამტკიცდეს „ერნსტ ენდ იანგის” მიერ აუდიტირებული კომპანიის 2012 წლის ფინანსური შედეგები.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
2. დამტკიცდეს დირექტორატის ანგარიში კომპანიის 2012 წლის საქმიანობის შესახებ.
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
3. ცნობად იქნ ე ს მიღებული ბ-ნ მურთაზ კიკორიას საბჭოს წევრობიდან გასვლა.
დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით:
4. კომპანიის სათვალყურეო საბჭოს წევრად არჩეული იქნას ბ-ნი ნიკოლოზ გამყრელიძე.
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
5. არჩეულ იქნ ე ს „ერნსტ ენდ იანგი” სს „ლიბერთი კონსუმერის” 2013 წლის შედეგების დამოუკიდებელ აუდიტორად.
კომპანიის აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართება შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ბუდაპეშტის ქუჩა №1ბ;
აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2013 წლის 23 ივლისს, 16:00 საათზე.
აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2013 წლის 21 ივნისი, 18:00.
აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნას 2013 წლის 5 ივლისიდან სს „ლიბერთი კონსუმერის” აქციების რეგისტრატორთან – სს „კავკასრეესტრი” შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №74ა.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „ლიბერთი კონსუმერ“-ის აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ“?
- დიახ, განცხადება „სს „ლიბერთი კონსუმერ“-ის აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.06.2013.
- როდის იქნა მიღებული „სს „ლიბერთი კონსუმერ“-ის აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ“?
- „სს „ლიბერთი კონსუმერ“-ის აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ“ მიღებულია 28.06.2013. მიმღები ორგანო — ს.ს."ლიბერთი კონსუმერი". დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სს „ლიბერთი კონსუმერ“-ის აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „სს „ლიბერთი კონსუმერ“-ის აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ“, №0, 28.06.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1958694/