ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სამართლებრივი დახმარების საფასურის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.11.2011 ძალადაკარგული 26.04.2013
ნომერი
№183/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016220
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111109013, 11/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №183/ნ

2011 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სამართლებრივი დახმარების საფასურის დამტკიცების შესახებ

 ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის,,ვ ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის , „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლ ის ,,ა’’, ,,ბ”, ,,გ”, ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების საფასური შემდეგი ოდენობით:

ა) თუ სსიპ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობს 200 მოსწავლის ჩათვლით , სამართლებრივი დახმარების საფასური თვეში განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით;

ბ) თუ სსიპ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობს 201-დან 600 მოსწავლის ჩათვლით , სამართლებრივი დახმარების საფასური თვეში განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით;

გ) თუ სსიპ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობს 601 და მეტი მოსწავლე , სამართლებრივი დახმარების საფასური თვეში განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით;

დ) კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებ ისათვის – სამართლებრივი დახმარების საფასური თვეში განისაზღვროს 300 ლარის ოდენობით.

2. დამტკიცდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლ ის ,,ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი სამართლებრივი დახმარების საფასური 250 ლარის ოდენობით .

3 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ . შაშკინი