სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.11.2011 ბოლო ცვლილება 22.10.2019
ნომერი
№01-51/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016097
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111110010, 10/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01- 51/ნ

2011 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 2 1-ე მუხლის მე-2 პუნქტის,33-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა და ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონის 631 მუხლის მე-4 პუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესი.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა . ურუშაძე

 

სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესი

    მუხლი1. ზოგადი ნაწილი

 1. შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების მიზანია კონტროლის პროცედურების განსაზღვრა, რომელთა საფუძველზეც უნდა განხორციელდ ეს სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების, რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შერჩევითი კონტროლი.

 2. შერჩევითი კონტროლი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური ორგანოს მიერ დარღვევის რისკის შეფასების შესაბამისად განხორციელებული ადმინისტრაციული ქმედება.

 3. შერჩევით კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

4. შერჩევითი კონტროლის განხორციელების შესახებ სააგენტო ს გადაწყვეტილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტ ს . სააგენტო, შერჩევითი შემოწმების განხორციელებისას, ვალდებულია მომსახურების განმახორციელებელს წარუდგინოს აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი.

5. სააგენტო, შერჩევითი შემოწმების (კონტროლის) განხორციელებისას, ადგენს სერვისის მიმწოდებლის მიერ სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი პირობების შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.

6. მას შემდეგ, რაც შერჩევითი შემოწმების დროს სააგენტო დაადგენს სერვისის მწარმოებლის მიერ სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი პირობების შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, ფორმდება შესაბამისი შემოწმების აქტი. რომელიც შეიტანება სააგენტოს მიერ სპეციალურად ამისათვის წარმოებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

7. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აუცილებელი წესით უნდა იქნ ე ს მითითებული ყველა ის დარღვევა, რომელსაც შემოწმებისას აღმოაჩენს სააგენტო. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს შერჩევითი კონტროლის საფუძველს შემდგომი გადამოწმებისათვის.

8. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, ასევე მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. სერვისის მიმწოდებლისათვის მიცემული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ სააგენტო უფლებამოსილია გადაამოწმოს სალიცენზიო/ს ანებართვო/ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის პირობების შესრულება.

    მუხლი 2. შერჩევითი კონტროლის კრიტერიუმები:

1. სააგენტო შერჩევით კონტროლს ახორციელებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

2. შერჩევით კონტროლს ექვემდებარება სერვისის მიმწოდებელი თუ :

ა ) არსებობს ინფორმაცია მომსახურების მიწოდების პირობების გაუარესებ ი ს ან ხარისხთან მიმართებაში სერიოზული რისკის არსებობასთან დაკავშირებით;

ბ ) ის წარმოადგენს ფილიალს ;

გ ) საქმიანობის განმახორციელებელმა შეიცვალა მისამართი;

დ) შერჩევითი კონტროლის მონაცემთა ელექტრონულ ბაზის წინა წლის შედეგებით აღმოჩენილი იყო დარღვევები ;

ე) სააგენტოს მიერ საქმიანობის წარმოების დარღვევის აღმოსაფხვრელად მიცემული გონივრული ვადა ამოიწურა ;

ვ) წარმოდგენილი ანგარიშგებით ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის მითითებული სალიცენზიო/სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ინფორმაცია, ან საერთოდ არ არის წარმოდგენილი ანგარიში ;

ზ)ანგარიშგებით წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება სალიცენზიო/სანებართვო პირობებს ან ბადებს საფუძვლიან ეჭვს.