ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.11.2011 ძალადაკარგული 04.05.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.107.016065
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111111006, 14/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №23

2011 წლის 7 ნოემბერი

დაბა ჩხოროწყუ

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, თანახმად №1 დანართისა.

2. დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, თანახმად №2 დანართისა.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            გ. ლემონჯავა

დანართი №1

 დამტკიცებულია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 2011 წლის 7 ნოემბრის №23  დადგენილებით

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის

ო ქ მ ი №

201  წლის „-------------“ „----“                      ---------------------------------------------------

                                                                                                ოქმის შედგენის ადგილი

1. მე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის __________________________________________________________

------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 

(თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი )

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე და 240-ე მუხლების

 შესაბამისად, შევადგინე აღნიშნული ოქმი  ---------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სამართალდამრღვევი სუბიექტის სრული დასახელება

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                    სამართალდამრღვევი სუბიექტის იურიდიული მისამართი

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სამართალდარღვევის შინაარსი

რაც გათვალისწინებულია -----------------------------------------------------------------------------------

                                       მიეთითოს კანონის შესაბამისი მუხლი

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევი პირის

ახსნა-განმარტება -------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. სამართალდამრღვევს განემარტა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები.

მე, -------------------------------------------------------------------------------------------------------------

სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი

გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს:

„ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე”.

4. ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის გამო შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერით.

ოქმი შევადგინე:          --------------------------------------------------------

ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა

ოქმს გავეცანი:           --------------------------------------------------------

სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა

მოწმეები (დასწრების შემთხვევაში):

---------------------------------------   ------------------------------------------------------   ----------------

         სახელი, გვარი                                     მისამართი, პირადობის მოწმობის №        ხელმოწერა

---------------------------------------   ------------------------------------------------------   ----------------

  სახელი, გვარი                   მისამართი, პირადობის მოწმობის №         ხელმოწერა

დაზარალებულები (დასწრების შემთხვევაში):

---------------------------------------   ------------------------------------------------------   ----------------

         სახელი, გვარი                   მისამართი, პირადობის მოწმობის №          ხელმოწერა

---------------------------------------   ------------------------------------------------------   ----------------

         სახელი, გვარი                   მისამართი, პირადობის მოწმობის №          ხელმოწერა

5. ოქმის ასლი ჩავიბარე:

----------------------------------------------------------------------------------       ------------------------

         სახელი, გვარი, მისამართი,                             პირადობის მოწმობის №                სამართალდამრღვევი

                                                                                                                           პირის ხელმოწერა

შენიშვნა: ოქმის ხელის მოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისთვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

დამკვეთი: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა

შემსრულებელი:

სფს-ის რეგისტრაციის

დანართი №2

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

    მუხლი 1

1. აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე.

2. აღნიშნული წესის მიზანია მკაცრი აღრიცხვის ფორმის _ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და მისი აღრიცხვა-წარმოების რეგულირება.

    მუხლი 2

1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი პოლიგრაფიულ საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის _  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით).

2. პოლიგრაფიული საწარმოს მიერ სტამბური წესით დაბეჭდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩაბარების უფლება აქვს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსს.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირი ოქმებს ინახავს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან დაცულ სათავსში.

    მუხლი 3

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფლებამოსილი პირი, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შემოსავლის და გასავლის ჟურნალში სათანადო აღნიშვნისა და ხელმოწერის შემდეგ წარუდგენს შესაბამის უწყებას.

    მუხლი 4

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღება, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული, ჟურნალი უნდა შეესაბამებოდეს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებული და გაფუჭებული ფორმები ბარდება მათ მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებაც ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის გაფუჭების ან/და დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი პირი ფორმას თან ურთავს ახსნა-განმარტების ბარათს, რაზედაც დგება სათანადო აქტი.

    მუხლი 5

 „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და წინამდებარე წესის დამრღვევი პირი პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.