მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.11.2011 ძალადაკარგული 29.12.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.103.016039
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111114003, 14/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2011 წლის 11 ნოემბერი

დაბა მესტია

მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დადგენის შესახებ

,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის’’ 69-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად , მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 მუხლი 1 . მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ხარჯვა მოხდეს ისეთ ღონისძიებებზე, რომელთა გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დამტკიცების დროს, სახელდობრ:

 ა) კატასტროფის, სტიქიური უბედურების (მიწისძვრა, ქარიშხალი, წყალდიდობა, მეწყერი, ხანძარი, ელჭექი და ა.შ.) შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად ;

 ბ) გეგმით გაუთვალისწინებელი და გადაუდებელი სანიტარ ი ულ-ეპიდემიოლოგიური შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განსახორციელებლად.

 მუხლი 2. სარეზერვო ფონდის განკარგვა განახორციელოს მესტიის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ დადგენილების შესაბამისად, შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე.

 მუხლი 3. სარეზერვო ფონდიდან არ შეიძლება დაფინანსებულ იქნ ე ს ისეთი ხარჯები , როგორიცაა : ბიუჯეტის შედგენის პროცესში მოქმედი მხარჯავი სუბიექტებისა და ღონისძიებების გეგმური დანახარჯები.

 მუხლი 4 . დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                                გ. გვარლიანი