საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2011 წლის 11 ნოემბერი
ქ. ბორჯომი
საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 326 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან აუნაზღაურდეთ საკრებულოს წევრებს, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. თანახმად №1 დანართისა.
მუხლი 2 . დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ქურდაძე
დანართი 1
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული
ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
| № | საკრებულოს წევრი | ანაზღაურების ოდენობა (ლარი) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის; ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი) ამომარჩევლებთან შეხვედრებისთვის; საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 250 |
| 2 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 250 |
| 3 | საკრებულოს სხვა წევრი | 187,5 |