საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.11.2011 ძალადაკარგული 03.04.2012
ნომერი
№145
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.027.016212
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111121008, 21/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №145

2011 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატ ში სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატ ში სასწავლო პრაქტიკის გავლის თანდართული წესი.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის  მინისტრის 2009 წლის 4 ნოემბ რის №211 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატ ში  სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატ ში სასწავლო პრაქტიკის გავლის წესს და პირობებს.

    მუხლი 2

მაღალკვალიფიც ი ური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სამინისტრო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.

    მუხლი 3

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასწავლო პრაქტიკა – სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებ ში ამ წესით რეგულირებადი საქმიანობა ანაზღაურების გარეშე;

ბ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სასწავლო პრაქტიკას პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით;

გ) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

    მუხლი 4

პრაქტიკანტად მიიღება პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ ი საფეხურის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტია.  

    მუხლი 5

პრაქტიკანტთა რაოდენობას ყოველწლიურად, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელ ე ბის მოთხოვნების გათვალისწინებით, განსაზღვრავს მინისტრი.

თავი II

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატ ში სასწავლო პრაქტიკის გავლის კომისია

    მუხლი 6

პრაქტიკანტთა მიღების და პრაქტიკის გავლის პროცესზე ზედამხედველობის მიზნით იქმნება სამინისტროს ცენტრალურ აპარატ ში სასწავლო პრაქტიკის გავლის კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი.

    მუხლი 7

1. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარისა და 3 წევრისაგან.

2. კომისიის შემადგენლობაში შედის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, პრაქტიკანტისათვის განსაზღვრული უშუალო ხელმძღვანელი და/ან იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სადაც მოხდება კანდიდატის მიერ პრაქტიკის გავლა.

    მუხლი 8

1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად.

3. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.

4. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

თავი III

პრაქტიკანტების მიღება

    მუხლი 9

სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკანტების მიღება წარმოებს ტესტირების და გასაუბრების   ფორმით.

    მუხლი 10

1. პრაქტიკანტებთან ტესტირების და გასაუბრების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში– დეპარტამენტი) ამზადებს სათანადო დოკუმენტებს და ტესტირების და გასაუბრების დროს წარუდგენს კომისიას.

2. პრაქტიკანტთა ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა  მონაწილეობის მისაღებად დეპარტამენტში უნდა წარადგინოს სააპლიკაციო ფორმა (დანართი №1), ხოლო გასაუბრებაში მონაწილეობის მისაღებად ცნობა სასწავლებლიდან.

    მუხლი 11

1. კომისიამ კანდიდატთან გასაუბრებისას უნდა გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ -ჩევებზე, პროფესიული კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა სამინისტროში პრაქტიკანტად დასანიშნად.

2. კითხვები შეიძლება დაისვას განსაზღვრული თანმიმდევრობით, შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმაც განსაზღვრული საკითხების ირგვლივ, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მიერ გაცემულ პასუხებზე.

3. თითოეული კანდიდატისათვის გამოიყენება იდენტური შინაარსის წინასწარ განსაზღვრული კითხვარი.

4. კომისიის წევრები გასაუბრებისას ავსებენ კანდიდატთა შეფასების ფორმას (დანართი №2).

5. კომისიის წევრების მიერ ინდივიდუალურად მითითებულ კანდიდატთა შეფასების ქულები ჯამდება კანდიდატთა ჯამურ ი შეფასების ფორმაში (დანართი №3).

    მუხლი 12

1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია იყენებს კანდიდატთა ჯამური შეფასების ფორმას ტესტირების და გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით.

2. ჩატარებული ტესტირების და გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით კომისიის თავმჯდომარე მინისტრს წარუდგენს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ტესტირება და გასაუბრება.

3. კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, მინისტრი, განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ნიშნავს პრაქტიკანტებს შესაბამის სტრუქტურულ  ქვედანაყოფებში.

4. პრაქტიკანტს სასწავლო პრაქტიკის გავლის ვადით განესაზღვრება ხელმძღვანელი. კომისიის თავმჯდომარე ან კურატორი მინისტრის მოადგილე  პრაქტიკის ხელმძღვანელობას აკისრებენ იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, სადაც პრაქტიკანტი გადის სასწავლო პრაქტიკას.

5. ხელმძღვანელი უფლებამოსილია პრაქტიკანტის მოთხოვნის შემთხვევაში მას განუსაზღვროს უშუალო ხელმძღვანელი.

თავი IV

პრაქტიკის გავლის ვადა

    მუხლი 13

1. სასწავლო პრაქტიკის გავლის ვადა განისაზღვრება 1 თვიდან 1 წლამდე.

2. პრაქტიკანტს, რომელიც პრაქტიკის მიმდინარეობის პროცესში ვერ დააკმაყოფილებს პრაქტიკანტთათვის წაყენებულ მოთხოვნებს, პრაქტიკის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის ბრძანებით, ვადაზე ადრე უწყდება პრაქტიკა.

    მუხლი 14

პრაქტიკის გავლის ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:

ა) პირადი განცხადება;

ბ) პრაქტიკის გავლის პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში პრაქტიკის გავლის ადგილას გამოუცხადებლობა;

გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით  გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის  თანამდებობიდან გათავისუფლების სხვა საფუძვლები.

თავი V

სამინისტროს მოვალეობანი

    მუხლი 15

1. სამინისტრო პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.

2. პრაქტიკის ხელმძღვანელი დეპარტამენტთან შეთანხმებით პრაქტიკანტს განუსაზღვრავს სამუშაო აღწერილობას.

3. პრაქტიკის ხელმძღვანელი ვალდებულია პრაქტიკანტს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს მას შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.

4. პრაქტიკის ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს პრაქტიკანტის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს პრაქტიკანტის საქმიანობას.

    მუხლი 16

პრაქტიკის გავლას კოორდინაციას უწევს დეპარტამენტი.

თავი VI

პრაქტიკანტის უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 17

პრაქტიკანტს უფლება აქვს ხელმძღვანელის თანხმობით:

ა) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს (შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;

გ) გაეცნოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის და სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას, გამოიყენოს სამინისტროს მოსამსახურეთა კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას.

    მუხლი 18

პრაქტიკანტი ვალდებულია:

ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის  საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;

ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება პრაქტიკის ხელმძღვანელის მიერ;

გ) მუდმივი კონტაქტი იქონიოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებთან.

    მუხლი 19

პრაქტიკანტი ხელმძღვანელის ან კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, მისი თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში პრაქტიკის გასავლელად.

თავი VII

პრაქტიკის გავლის პერიოდში შეძენილი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შემოწმება

    მუხლი 20

1. პრაქტიკის ვადის გასვლის შემდეგ უშუალო ხელმძღვანელმა უნდა მოახდინოს პრაქტიკანტის შეფასება დანართი №4 -ის შესაბამისად.

2. დეპარტამენტი განიხილავს შეფასების შედეგებს და დადებითი შეფასების შემთხვევაში პრაქტიკანტს ეძლევა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 

 

 

ფოტოსურათი

 

 

სააპლიკაციო ფორმა

პირადი ინფორმაცია

 

გვარი, სახელი, მამის სახელი:

გთხოვთ, მიუთითოთ, თუ შეცვლილი გაქვთ გვარი, სახელი, მამის სახელი (აღნიშნეთ როდის და რა
მიზეზით)   

 

მოქალაქეობა:

 

ეროვნება:

 

დაბადების რიცხვი, თვე, წელი და ადგილი:

 

ოჯახური მდგომარეობა:

 

მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით:

 

ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი:

 

სახლის ტელეფონი/მობილური:

 

პირადობის მოწმობის / პასპორტის №:

 

პირადი №/ გაცემის თარიღი:

 

ავტომანქანის მართვის მოწმობის №/კატეგორია:

 

სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება  და სამხედრო წოდება:

 

ელ-ფოსტა:

 

 

განათლება

 

სასწავლებლის დასახელება

სწავლების დასაწყისი

ფაკულტეტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები (ტრენინგები)

 

ტრენინგის დასახელება

ტრენინგის ჩატარების ადგილი, პერიოდი

ორგანიზაციის დასახელება (ვის მიერ იყო ორგანიზებული)

რა სახის ცოდნა და გამოცდილება მიიღეთ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უცხო ენები (მიუთითეთ, რომელ უცხო ენებს ფლობთ და რა დონეზე)

 

უცხო ენები

ცოდნის დონე

ინგლისური

სუსტად

 საშუალოდ

კარგად

ძალიან კარგად

 რუსული

 

 სუსტად

საშუალოდ

კარგად

ძალიან კარგად

 ფრანგული

 

 სუსტად

 საშუალოდ

 კარგად

 ძალიან კარგად

 გერმანული

 სუსტად

 საშუალოდ

კარგად

ძალიან კარგად

 სხვა (მიუთითეთ რომელი)

 

 

 სუსტად

საშუალოდ

 კარგად

 ძალიან კარგად

 

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (მიუთითეთ, რომელი პროგრამები იცით)

 

პროგრამები

ცოდნის დონე

 

სუსტად

საშუალოდ

კარგად

ძალიან კარგად

 

სუსტად

საშუალოდ

 კარგად

ძალიან კარგად

 

 სუსტად

საშუალოდ

კარგად

ძალიან კარგად

 

 სუსტად

საშუალოდ

 კარგად

ძალიან კარგად

 

 სუსტად

 საშუალოდ

კარგად

ძალიან კარგად

 

ოჯახის წევრები (მიუთითეთ ოჯახის წევრები: მეუღლე, შვილები, დედა, მამა, და, ძმა. თუ მეუღლე ატარებს მეორე მეუღლის გვარს, გთხოვთ, ასევე მიუთითოთ ქორწინებამდელი გვარი.)

 

ოჯახის წევრები

გვარი, სახელი, მამის სახელი

დაბადების რიცხვი, თვე, წელი

სამუშაო ადგილი, თანამდებობა

საცხოვრებელი მისამართი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

     

გთხოვთ მიუთითოთ დეპარტამენტი, სადაც ისურვებდით პრაქტიკის გავლას :

  ___________________________________________________________________________________________

გთხოვთ მიუთითოთ (თუ გყავთ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მომუშავე იმ პიროვნებების სახელი და გვარი, რომლებიც გაგიწევენ რეკომენდაციას:

სამოტავაციო წერილი

 

 

______________________________________________________________

 

ვადასტურებ, რომ ჩემ  მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს. თანახმა ვარ, იუსტიციის სამინისტროს მიერ გადამოწმდეს აღნიშნული ინფორმაცია!

შევსების თრიღი ..............  .....................................................201    წელი

პირადი ხელმოწერა:  ...............................................................................

 

                                

 

დანართი №2

პრაქტიკანტთა შესარჩევი კონკურსი

კანდიდატთა შეფასების ფორმა

 

 

 

 

კანდიდატის სახელი, გვარი

პიროვნული უნარ-ჩვევები

ქულა თითოეული უნარისთვის

ჯამური ქულა [*]

შემფასებლის კომენტარი

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დამატებითი კომენტარი:

 

 

 

 

 

 

 

შემფასებლის სახელი, გვარი:

ხელმოწერა:

 

 

დანართი №3

პრაქტიკანტთა შესარჩევი კონკურსი

 

კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა

 

 

 

 

 

კანიდიდატი

 

კომისიის წევრი

 

 

 

 

 

 

1

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

შეფასების ჯამური ქულა

 

 

 

 

 

საშ. არითმეტიკული

 

 

 

 

 

                                                                                                                                                                                                              დანართი №4

 

დეპარტამენტი/სამმართველო: პრაქტიკანტის სახელი და გვარი

საანგარიშო

პერიოდი

შეფასება

 

ფუნქცია მოვალეობა

შესრულებული სამუშაო

დამაბრკოლებელი გარემოება

სამუშაოს უკეთესად შესრულებისათვის დამატებითი საჭიროება

კომენტარი

1 მიუღებელი;

2 დაბალი;

3 საშუალოზე დაბალი;

4 კარგი;

 5 ძალიან კარგი;

6 აჭარბებს მოლოდინს.

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



1– მიუღებელი; 2 –საშუალოზე დაბალი; 3 – კომპეტენტური; 4 – ძალიან კარგი; 5 – აჭარბებს მოლოდინს; 5+ – ზედმეტად კვალიფიციური (overqualified)

გარდა ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალისა შემფასებელს აქვს უფლება აირჩ ი ოს  შეფასების შემდე გ ი კატეგორიები: 1,3 ქულა, 2,5 ქულა, 4,4 და ა.შ.