„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.11.2011 ბოლო ცვლილება 09.12.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5246-IIს
სარეგისტრაციო კოდი
040170310.05.001.016467
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111122013, 22/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვ ა გაიცემა 1 წლის ვადით, ხოლო სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს ა და ბინგოს მოწყობის ნებართვ ები – 5 წლის ვადით.“.

2. 371 მუხლის „გ“ და„გ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ (გარდა ამ მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 1000 ლარს;

1) სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვ ებ ის მფლობელ პირთა მიმართ, მათ მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს;“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვებს უნარჩუნდებათ იურიდიული ძალა მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

 

თბილისი,

2011 წლის 8 ნოემბერი.

№5246–II