განისაზღვროს ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის ასიგნებები 2902,0 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარებში
ორგანიზა
-ციული კოდი
დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა
2010 წლის ფაქტი
2011 წლის გეგმა
2012 წლის გეგმა
03 00
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური
2 577,0
2 901,9
2 902,0
მომუშავეთა რიცხოვნობა
112,0
112,0
112,0
2
ხარჯები
2 557,4
2 776,9
2 777,0
21
შრომის ანაზღაურება
2 248,7
-
-
22
საქონელი და მომსახურება
305,7
-
-
25
სუბსიდიები
2 776,9
2 777,0
28
სხვა ხარჯები
3,0
-
-
31
არაფინანსური აქტივები
19,6
125,0
125,0
მიზანი:
სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში საჯარო ხელისუფლების განხორციელება;
ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე არქიტექტურლ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა (საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად);
მშენელობისა და კეთილმოწყობის რეგულირება;
დაჩქარებული და გამარტივებული მომსახურება.
განსახორციელებელი ღონისძიებები:
– ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების, იერსახის მოწესრიგების მიზნით სხვადასხვა სახის კონცეფციის შემუშავება;
– მშენებლობის ნებართვების გაცემა;
– ქ. თბილისის ადმინიტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება;
– დარგში თანამედროვე საინფორმაციო ბანკისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიების განხორციელება;
– ქალაქის ცალკეული უბნების რეკრეაციული სივრცეების, გამწვანებული ტერიტორიების, გზების, მოედნების, და ა. შ. დაგეგმარების ორგანიზება;
– მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქის ისტორიული ნაწილის დაცვის ზონების საზღვრებში ცალკეული შენობების, უძრავი ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტებზე სამუშაოების ჩატარებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და ახალი შენობა ნაგებობების საპროექტო წინადადებებისა და პროექტების განხილვა;
– ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტებისა და გადაწყვეტილებების შეფასება;
– ქ. თბილისის ტერიტორიაზე განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობის ახალი ან/და სარეკონსტრუქციო ობიექტების არქიტექტურული ან/და ესკიზური პროქტების შესყიდვა;
– გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის არქიტექტურული ან/და ესკიზური პროექტების შესყიდვა;
მოსალოდნელი შედეგი:
– მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ახალი ობიექტების შექმნა;
– ქალაქის იერსახის გაუმჯობესება. განვითარება;
– ფიზიკური და იურიდიული პირების გაუმჯობესებული მომსახურება.
შეფასების კრიტერიუმები:
– დედაქალაქის გაუმჯობესებული იერსახე;
– კვალიფიციური მომსახურებით კმაყოფილი მოსახლეობ