„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 21 დეკემბრის №182 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის
მინისტრის
ბრძანება №343
2011 წლის 22 ნოემბერი
ქ. ბათუმი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 21 დეკემბრის №182 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 21 დეკემბრის №182 ბრძანებით (სსმ III, 24.12.2010,№168, მუხ. 2421) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება მიენიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ საჯარო აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
5. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზებას ახორციელებს სამინისტრო, ხოლო მოძრავი ნივთის პრივატიზებას ასევე ის ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომ ელსაც მოძრავი ნივთი ერიცხება ბალანსზე და/ან სარგებლობის უფლებით აქვ ს გადაცემული.
6. საჯარო აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ქონების საწყისი საფასური განმკარგავი სუბიექტის მიერ დგინდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად.“.
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საჯარო აუქციონის ორგანიზება
1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტი.
2. ქონების განმკარგავი სუბიექტი საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზებისას განსაზღვრავს ინფორმაციის გამოქვეყნების ვადებს, რომელიც არ უნდა იყოს აუქციონის ჩატარებამდე 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი.
3. განმეორებით გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით უძრავი ნივთის პრივატიზების შემთხვევაში პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას პრივატიზების დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით ადრე.
4. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გადაავადოს საჯარო აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონითდადგენილი წესის შესაბამისად.
5. თუ აუქციონის ჩატარების ვადა ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეს, მაშინ აუქციონი ჩატარდება მომდევნო სამუშაო დღეს იმავე დროს.
6. თუ ხელისუფლების ორგანომ/ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.
7. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების განკარგავა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
8. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების განკარგვა, ქონების განმკარგავი სუბიექტი უფლებამოსილია,მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
9. ქონების პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია, ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს, ქონების აუქციონზე გამოტანის მიზნით, მოსთხოვოს ამ ქონების დადგენილი წესით განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის 10% ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 10 დღით უნდა აღემატებოდეს აუქციონის ჩატარების თარიღს.
10. თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით აღემატება საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, მაშინ შეიძლება მისი გამოყენება (ქონების შეძენით დაინტერესებული პირის თანხმობით) ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის, მას შემდეგ, რაც პირი განაცხადს შემოიტანს აუქციონში მონაწილეობაზე.
11. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს და რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას;
ვ) ბიჯის სიდიდეს;
ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი),საკონტაქტო ტელეფონს;
თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
12. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო კოდს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის საფასურს და წილს საზოგადოების კაპიტალში.
13. ქონების შემძენს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო ქონების შესახებ პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
14. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო ქონებას.
15. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის სხვა წევრები. კომისია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს სახელით გასცემს აუქციონში გამარჯვების დადასტურებას, რომლის საფუძველზეც აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.“.
3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. მესამე პირი (წარმომადგენელი, შუამავალი) საჯარო აუქციონში
სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ქონების პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას ან/და მოძრავი ქონების პრივატიზების ინიციირებას.“.
4. მე-4 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-5 მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საჯარო აუქციონის დამთავრების შემდეგ პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს გამარჯვების დადასტურება.
8. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები არ გამოცხადდებიან აუქციონზე,ან მონაწილეები,რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, ხოლო თუ მონაწილის(ების) გამოუცხადებლობის მიუხედავად აუქციონი შედგება, მაშინ იმ მონაწილეებს რომლებიც არ გამოცხადდნენ აუქციონზე, უბრუნდებათ საბანკო გარანტია/ბე.
9. იმ შემთხვევაში,თუ პრივატიზების განმახორციელებელმა სუბიექტმა გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება, ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის გზით ქონების პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.“.
6. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. გარიგებათა გაფორმების წესი
1. აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში პრივატიზების განამახორციელებელ ორგანოსა და გამარჯვებულს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
2. ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულების (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის) წარმოშობის საფუძველია რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში.
3. აუქციონში გამარჯვებულმა უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს. თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს.
4. ქონების პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო შემოსულობა,მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით,ჩაირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
5. საჯარო აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას საპრივატიზებო შემოსულობის ნაწილად.
6. გამარჯვებულის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ერთმევა მას გამარჯვებულის სტატუსი და მის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
7. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და საკუთრების უფლების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაციას დაქვემდებარებული მოძრავი ნივთის შემთხვევაში მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო იმ მოძრავ ნივთზე, რომელიც რეგისტრაციას,არ ექვემდებარება საკუთრების უფლება გადადის საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ქონების შემძენს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
8. საინვესტიციო პირობების არარსებობისას მყიდველს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით, იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი სამინისტროს თანხმობით,მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
7. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ქონების შემძენის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში
1. თუ ქონების შემძენი პირობების გარეშე გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საპრივატიზებო საფასურს, მას ერთმევა საკუთრების უფლება და ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება შემძენის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.
2. ამ დებულების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მიზნით უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვისას, თუ საპრივატიზებო საფასური პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნება გადახდილი პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრში უქმდება იპოთეკა, თუ ამის შესახებ მითითებულია იპოთეკის ხელშეკრულებაში ან სამინისტროს მიერ გაცემულ თანხმობაში, რაც გამოიხატება მხარეებს შორის შესაბამისი ხელშეკრულების დადებაში.“.
8. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ქონების შემძენის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში
1. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში ქონების შემძენი ვალდებულია შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (საჯარო აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე ქონების განმკარგავ სუბიექტს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია.
2. საინვესტიციო პირობების არსებობისას სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში მყიდველს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის) იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის გადახდის მიზნით უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვისას, თუ საპრივატიზებო საფასური პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნება გადახდილი პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრში უქმდება იპოთეკა, თუ ამის შესახებ მითითებულია იპოთეკის ხელშეკრულებაში ან სამინისტროს მიერ გაცემულ თანხმობაში, რაც გამოიხატება მხარეებს შორის შესაბამისი ხელშეკრულების დადებაში.
4. ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე არ აქვს უფლება გაცემული ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტისა). ამასთან, ის პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
5. ქონების შემძენის მიერ საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდეგ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ქონების შემძენის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, პირი ვალდებულია ქონება ახალ მესკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო სამინისტროსა და მას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს.
6. ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
7. ვალდებულების არსებობისას, ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო 5 სამუშაო დღეში გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობით დადასტურებას, რომელიც არის შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველი.
8. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის და მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.“.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ბოლქვაძე