„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს
ბრძანება №148
2011 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესის ა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 310111, 31/01/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის (დანართი №1):
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც არის პირველ აუქციონზე გამოცხადებული ქონების საწყისი ფასის ერთი მეათედი;“;
ბ) მე-2 მუხლის:
ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე მონაწილე იხდის საგარანტიო თანხას. საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით. საგარანტიო თანხის გადახდის უზრუნველყოფის საშუალებად შესაძლებელია გამოყენებულ/გააქტიურებულ იქნეს ელექტრონული ფორმის საბანკო გარანტია.“;
ბ.ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-3 მუხლის:
გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა)აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს. პირველი განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს პირველ აუქციონზე გამოცხადებული საწყისი ფასის ნახევარს.“;
გ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა)აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. მეორე განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს.“;
გ.გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. იმ შემთხვევაში, თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ დაფარა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში , აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელი ც:
ა) მოძრავი ქონების შემთხვევაში გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ აღნიშნულ ვადაში განკარგულება არ გამოიცა, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს პირველი განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ დაფარა ქონების ფასი) ჩატარებას;
ბ) უძრავი ქონების შემთხვევაში ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ აღნიშნულ ვადაში განკარგულება არ გამოიცა, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს პირველი განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ დაფარა ქონების ფასი) ჩატარებას.“;
დ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. იმ შემთხვევაში, თუ პირველ განმეორებით აუქციონზეც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ დაფარა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც:
ა) მოძრავი ქონების შემთხვევაში გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ აღნიშნულ ვადაში განკარგულება არ გამოიცა, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მეორე განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ განმეორებით აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ დაფარა ქონების ფასი) ჩატარებას;
ბ) უძრავი ქონების შემთხვევაში ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ აღნიშნულ ვადაში განკარგულება არ გამოიცა, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მეორე განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ განმეორებით აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ დაფარა ქონების ფასი) ჩატარებას.“.
2. ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების პროცედურების (დანართი №2):
ა) მე-4 მუხლის:
ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგარანტიო თანხის გადახდა სავალდებულოა.“;
ა.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ინტერნეტ აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას.“;
ბ) მე-7 მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით. საგარანტიო თანხის გადახდის უზრუნველყოფის საშუალებად შესაძლებელია გამოყენებულ/გააქტიურებულ იქნეს ელექტრონული საბანკო გარანტია. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მთლიანი/დარჩენილი თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასევე საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით.“;
ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე საგარანტიო თანხის ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებ ე ლი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.“;
ბ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ინტერნეტ აუქციონში დამარცხებულს საგარანტიო თანხა დაუბრუნდება აუქციონის ჩატარების დღიდან არა უგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა საგარანტიო თანხის გადახდა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი