„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№84
სარეგისტრაციო კოდი
070010110.22.027.016153
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110701024, 01/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №84

2011 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებ აში (სსმ, ვებ გვერდი, 310111, 31/01/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების და წესის“ (დანართი №1):

ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აუქციონის შესახებ ეცნობება გარდამავალი უფლებებისა და აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის მოთხოვნის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოთხოვნების მფლობელ პირებს, ხოლო განმეორებითი აუქციონების შესახებ ამ პირთა ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ინტერნეტაუქციონის დროს ფასის მატება ხდება ვაჭრობის ბიჯით, რაც  ჩანს „ონლაინ’’ რეჟიმში.  ფასის მატების ბიჯი შეადგენს პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასის 2%-ს.“;

გ) მე-3 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს. პირველი განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. პირველ  განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს პირველ აუქციონზე გამოცხადებული საწყისი ფასის ნახევარს.“;

გ.ბ) მე-2 - მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. მეორე განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი  შეადგენს ნულ ლარს.“;

გ.დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. თუ ქონების რეალიზაცია მეორე განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. აღნიშნულ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება. აღნიშნული ქონება უბრუნდება მოვალეს, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ ქონებაზე აღსრულებას გააგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული.

8. იმ შემთხვევაში, თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზეც არ მოხდება, გამოიყენება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 771 მუხლით განსაზღვრული წესი.“.

2. „იძულებითი აუქციონის ჩატარების პროცედურების“ (დანართი №2):

ა) მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აღსრულების ეროვნული ბიურო ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულს, შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ, გადასცემს შესაბამის განკარგულებას.“;

გ) მე-7 მუხლის:

გ.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ინტერნეტ აუქციონში დამარცხებულს საგარანტიო თანხა დაუბრუნდება აუქციონის ჩატარების დღიდან არა უგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა საგარანტიო თანხის გადახდა. პირის მიერ საგარანტიო თანხის ნაღდი ანგარიშსწორებით შეტანის შემთხვევაში, ინტერნეტაუქციონში დამარცხებულს საგარანტიო თანხა დაუბრუნდება აღსრულების ეროვნულ ბიუროში თანხის დაბრუნების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.“;

გ.ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-8 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ თანხის სრულად  გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად გამოსცემს განკარგულებას შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.“;

დ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია განკარგულების მიღების შემდეგ და სათანადო შეტყობინების მიღების შემდეგ, არა უგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მოძრავი ქონების გატანა.

4. იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გაიტანს ქონებას, მას დაეკისრება ქონების შენახვის ხარჯი.“;

დ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების გადაცემის ვალდებულება შესრულებულად ითვლება ქონების ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულისათვის შესაბამისი განკარგულების გადაცემისთანავე.“.

მუხლი 2

ამ ბრძანების ამოქმედებამდე გამოცხადებული აუქციონები დასრულდეს   ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესით.

მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.

ზ. ადეიშვილი