დედოფლისწყაროს მუნიციპალური ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2011 წლის 28 ნოემბერი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალური ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. განისაზღვროს დედოფლისწყაროს მუნიციპალური ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირა შემდეგი ოდენობით:
ა) ქ. დედ ო ფ ლისწყაროს ტერიტორიაზე – 1კვ. მეტრისათვის – 0,14 ლარი;
ბ) სოფლებში 1კვ. მეტრისათვის – 0,07 ლარი;
გ) დასახლებათა შორის არეალებში 1კვ. მეტრისათვის – 0,035 ლარი;
დ) დასახლებათა შორის არეალში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) 1კვ. მეტრისათვის – 0,087 ლარი;
ე) უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებ ლ ობის გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით ან დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე განსაზღვრული ღირებულების 7%-ის ოდენობით.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, ჰ. გონაშვილის ქ.№2), უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. ბაღაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დედოფლისწყაროს მუნიციპალური ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „დედოფლისწყაროს მუნიციპალური ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალური ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 28.11.2011. მიმღები ორგანო — დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №31. სარეგისტრაციო კოდი — 040170070.35.169.016065.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალური ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 05.02.2015-დან.
- სად არის „დედოფლისწყაროს მუნიციპალური ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალური ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №31, 28.11.2011, სარეგისტრაციო კოდი 040170070.35.169.016065 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1517483/