საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.11.2011 ძალადაკარგული 19.12.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5339-IIს
სარეგისტრაციო კოდი
040030000.05.001.016485
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111205026, 05/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის შექმნის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის (შემდგომ – „112“) შექმნა, მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპების ა და მიმართულებების განსაზღვრა.

    მუხლი 2. „112“-ის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

„112“-ის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კანონმდებლობა და „112“-ის დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).

 

თავი II. ძირითადი დებულებები

    მუხლი 3. „112“-ის სამართლებრივი სტატუსი

„112“არის ამ კანონით დაფუძნებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

    მუხლი 4. „112“-ის მიზანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

1. „112“-ის მიზანია სხვა უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით შეტყობინებების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − საშუალებით.

2. „112“-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების შესახებ შეტყობინებების მიღება, დამუშავება, შეფასება და მათზე შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი სუბიექტებისათვის ინფორმაციის მიწოდე ბა;

ბ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების მართვის მიზნით სხვა უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობა;

გ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;

დ) „112“-ის კომპეტენციი სთვის მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველ ო ს და უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. „112“-ის საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევები, „112“-ის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება „112“-ის დებულებით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე შეიძლება გამოიცეს მინისტრის ნორმატიული აქტი.

    მუხლი 5. „112“-ის მართვა და წარმომადგენლობა

1. „112“-ს ხელმძღვანელობს „112“-ის დირექტორი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. „112“-ის დირექტორი :

ა) წარმოადგენს „112“-ს ;

ბ) იღებს გადაწყვეტილებას (გამოსცემს სამართლებრივ აქტს) „112“-ის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე;

გ) თანამდებობ ებ ზე ნიშნავს და თანამდებობ ებ იდან ათავისუფლებს „112“-ის თანამშრომლებს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს „112“-ის სახსრებსა და ქონებას;

ე) ახორციელებს „112“-ის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. „112“-ის დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობ ებ ზე ნიშნავს და თანამდებობ ებ იდან ათავისუფლებს „112“-ის დირექტორი .

4. „112“-ის დირექტორის მოადგილეების რაოდენობა და უფლებამოსილებები განისაზღვრება „112“-ის დებულებით.

    მუხლი 6. „112“-ის სტრუქტურა

1. „112“თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. „112“-ის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია განისაზღვრება „112“-ის დებულებით.

    მუხლი 7. „112“-ის ქონება

1. „112“-ს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება, რომლის შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. „112“-ის ქონება შედგე ბა ძირითადი და საბრუნავი საშუალებები ს , აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები სა და ფინანსური რესურსები საგან , რომლ ებ იც აისახება „112“-ის დამოუკიდებელ ბალანსზე.

    მუხლი 8. „112“-ის დაფინანსება

1. „112“-ის დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

გ ) „112“-ის მომსახურების საფასური;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. „112“-ის მომსახურების საფასურ ს, საფასურის გადამხდელი პირების წრეს და მათთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობ ა .

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება „112“-ის მიზნების განხორციელებას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარების ხელშეწყობას .

    მუხლი 9. „112“-ის სახელმწიფო კონტროლი

„112“-ის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

    მუხლი 10. „112“-ის საქმიანობის შეწყვეტისა და ლიკვიდაციის წესი

„112“-ის საქმიანობის შეწყვეტა და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 11. გარდამავალი დებულებები

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2012 წლის 1 იანვრ ამდე :

ა) დაამტკიცოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულება;

ბ) თანამდებობაზე დანიშნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დირექტორი;

გ) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის შექმნისათვის აუცილებელი სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

2 . საქართველოს ეკონომიკი სა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით „112“-ისათვის გადაცემა.

    მუხლი 12. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ნოემბერი.

5339-II