განჩინება სს „ქართული ფოლადი“-ს მიმართ რეაბილიტაციის პროცესის დაწყების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/10974-2011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111206037, 06/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

  საქართველოს სახელით

რეაბილიტაციის პროცესის დაწყების შესახებ

2011 წლი ს 6 დეკემბერი         

ქ. თბილისი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს ,,ქართული ფოლადის“ მიმართ რეაბილიტაციის პროცესის დაწყების საკითხი,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 2011 წლის 30 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა სს ,,ქართული ფოლადის“ დირექტორმა ირაკლი მეძმარიაშვილმა და მოითხოვა საზოგადოების მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, სს ,,ქართული ფოლადის“ განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.

 სს ,,ქართული ფოლადის“ გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით გამართულ კრედიტორთა კრებაზე განისაზღვრა მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობა.

 2011 წლის 29 ნოემბერს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მომრიგებელი საბჭოს 2011 წლის 28 ნოემბრის სხდომის ოქმი №1, რომლის თანახმად, სს ,,ქართული ფოლადის“ მიმართ რეაბილიტაციის პროცესის დაწყებას მხარი დაუჭირა მომრიგებელთა საბჭოს სამივე წევრმა.

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მხოლოდ მომრიგებელი საბჭოს უფლებამოსილებას წარმოადგენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მოვალის გაკოტრების, რეაბილიტაციის და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება. კანონი არ იძლევა მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილებათა რევიზიის შესაძლებლობას და ამდენად, ამ თვალსაზრისით, მომრიგებელთა საბჭოს კომპენტენციაში ჩარევა შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, სს ,,ქართული ფოლადის“ მომრიგებელი საბჭოს 2011 წლის 28 ნოემბრის სხდომის ოქმი №1-ის მიხედვით, სს ,,ქართული ფოლადის“ მიმართ რებილიტაციის პროცესის დაწყებას მხარი დაუჭირა მომრიგებელთა საბჭოს სამივე წევრმა.

 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია მიიღოს განჩინება სს ,,ქართული ფოლადის“ მომრიგებელი საბჭოს 2011 წლის  28 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად მოვალე სს ,,ქართული ფოლადის“ მიმართ რეაბილიტაციის პროცესის დაწყების თაობაზე.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 32-ე, 33-ე, 43-ე, 46-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ,,ქართული ფოლადის“ მომრიგებელი საბჭოს 2011 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვალე სს ,,ქართული ფოლადის“ მიმართ დაიწყოს რეაბილიტაციის პროცესი.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ კრედიტორები რეაბილიტაციის მმართველს ნიშნავენ და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას განსაზღვრავენ რეაბილიტაციის შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან სამი დღის განმავლობაში. კრედიტორთა გადაწყვეტილებას განჩინებით ამტკიცებს სასამართლო.

4. სს ,,ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 9 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს №24 სხდომის დარბაზში.

5. სს ,,ქართული ფოლადის“ მეურვეს დაევალოს განჩინების დაუყოვნებლივ გამოქვეყნება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

6. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეების მიერ განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე       ლ. ქოჩიაშვილი