რიგ საკრედიტო კავშირებში გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №849
2011 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
რიგ საკრედიტო კავშირებში გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანების მე-18 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. დასრულებულად იქნ ე ს მიჩნეული „ქვილიშორის საკრედიტო კავშირის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 221287872), „ტანძიის საკრედიტო კავშირის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 225373128) და „შემოქმედის საკრედიტო კავშირის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 237079004) გაკოტრების საქმის წარმოება.
2. განკარგულება ეცნობოს „ქვილიშორის საკრედიტო კავშირის“, „ტანძიის საკრედიტო კავშირის“ და „შემოქმედის საკრედიტო კავშირის“ მარეგისტრირებელ ორგანოს და ინფორმაცია „ქვილიშორის საკრედიტო კავშირის“, „ტანძიის საკრედიტო კავშირის“ და „შემოქმედის საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ო. ნადარაია