განჩინება შპს „ბათუმმშენინვესტის“კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2011წლის 9 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა აბუსერიძემ განიხილა შპს,,ბათუმმშენინვესტის“კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 9 თებერვლის განჩინებით გაიხსნა შპს ,,ბათუმმშენინვესტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება.
2011 წლის 8 დეკე მ ბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ბათუმმშენინვესტის’’გაკოტრების მმართველმა დიმიტრი ბლიაძემ და წარმოადგინა შპს ,,ბათუმმშენინვესტის“ საბოლოო ანგარიში და შპს ,,ბათუმმშენინვესტის’’ გაკოტრებულად გამოცხადება მოითხოვა;
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს შპს ,,ბათუმმშენინვესტის’’ კრედიტორთა კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე, მე-29, სსკ-ის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოწვეული იქნეს შპს ,,ბათუმმშენინვესტის’’ კრედიტორთა კრება 2011 წლის 16 დეკემბერს 15:30 საათზე.
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).
3. კრებაზე განხილულ იქნ ე ს შემდეგი საკითხი:
ა)გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა და გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე გ. აბუსერიძე