ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,თბილისის მართვის ცენტრის’’ ლიკვიდაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №33.01.1396
2011 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,თბილისის მართვის ცენტრის’’ ლიკვიდაციის შესახებ
,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ’’ საქართველოს კანონის 321 მუხლის მე-9 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად,
ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ,,თბილისის მართვის ცენტრი’’ (შემდეგში– ცენტრი ), სალიკვიდაციო ღონისძიებები დასრულდეს 2012 წლის 1 იანვარს .
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს – ,,თბილისის მართვის ცენტრის’’ ლიკვიდატორად დაინიშნოს ცენტრის უფროსი მამია კომახია.
3. ლიკვიდატორმა :
ა) უზრუნველყოს ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღრიცხვა და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) განახორციელოს ცენტრის თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
4. ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციამ: უზრუნველყოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის.
5 . ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურმა: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, განახორციელოს ქ. თბილისის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები ს პროექტის მომზადება.
6 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მართვის ცენტრის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 14 ივნისი ს №15.01.577 დადგენილება.
7 . ამ დადგენილების პირველი და მე -6 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
8. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი და მე -6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ . უგულავა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,თბილისის მართვის ცენტრის’’ ლიკვიდაციის შესახებ“?
- დიახ, ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,თბილისის მართვის ცენტრის’’ ლიკვიდაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2011.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,თბილისის მართვის ცენტრის’’ ლიკვიდაციის შესახებ“?
- „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,თბილისის მართვის ცენტრის’’ ლიკვიდაციის შესახებ“ მიღებულია 09.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია). დოკუმენტის ნომერი — №33.01.1396. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.37.101.016093.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,თბილისის მართვის ცენტრის’’ ლიკვიდაციის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,თბილისის მართვის ცენტრის’’ ლიკვიდაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,თბილისის მართვის ცენტრის’’ ლიკვიდაციის შესახებ“, №33.01.1396, 09.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.37.101.016093 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1527495/