სს „ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალის“ (ს/კ: 202057610) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №682
2019 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
სს „ზირაათ ბანკის“თბილისის ფილიალის (ს/კ: 202057610 ) ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისშესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესი ს“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე–პრეზიდენტებს შორის ფუნქციების განაწილების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:
1. დასრულდესსს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალის (ს/კ: 202057610) ლიკვიდაციის პროცესი.
2. სს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალს (ს/კ: 202057610) დაეხუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი სალიკვიდაციო ანგარიშები.
3. სს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალი (ს/კ: 202057610) ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო რეესტრიდან.
4.ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალისათვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 1 მაისის №402 განკარგულება.
5. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს შესაბამისი რეაგირებისათვის.
6 . ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
7 . ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
8 . ეს განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
ა. მესტვირიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალის“ (ს/კ: 202057610) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს „ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალის“ (ს/კ: 202057610) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.04.2019.
- როდის იქნა მიღებული „სს „ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალის“ (ს/კ: 202057610) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“?
- „სს „ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალის“ (ს/კ: 202057610) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“ მიღებულია 02.04.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №682.
- სად არის „სს „ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალის“ (ს/კ: 202057610) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.04.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს „ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალის“ (ს/კ: 202057610) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“, №682, 02.04.2019 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4534814/