ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დავის განმხილველი ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავების განხილვის საბჭო);
ბ) მომჩივანი – პირი, რომელიც არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მას ასაჩივრებს დავის განმხილველ ორგანოში;
გ) მოპასუხე – ორგანო, რომლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მომჩივანი. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებით მოპასუხედ შეიძლება ჩართული იყოს ის ორგანო, რომელიც მონაწილეობდა სადავო გადაწყვეტილების გამოცემაში;
დ) წარმომადგენელი – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილია წარადგინოს მომჩივანი ან მოპასუხე დავის განმხილველ ორგანოში;
ე) თავმჯდომარე – დავის განმხილველი ორგანოს ხელმძღვანელი;
ვ) სხდომის თავმჯდომარე – საბჭოს წევრი, რომელიც უძღვება საბჭოს სხდომას მიმდინარეობისას;
ზ) აპარატი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფი/სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოში შესული საჩივრების განსახილველად მომზადებას, მომჩივნებისთვის სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას და საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაფორმებას;
თ) შეტყობინება ხარვეზის შესახებ – აპარატის წერილობითი გზავნილი მომჩივნის მიმართ, რომელიც შეიცავს მონაცემებს საჩივარში აღმოჩენილი პროცედურული მოთხოვნების დარღვევების თაობაზე;
ი) მოსამზადებელი შეხვედრა – დავების განხილვის საბჭოს აპარატის მიერ საჩივართან დაკავშირებული გარემოებების დასაზუსტებლად დავის მხარეებთან გამართული მოსამზადებელი შეხვედრ