1. მომჩივანს უფლება აქვს ელექტრონული ან წერილობითი განცხადებით შეატყობინოს დავის განმხილველი ორგანოს მიერ მის მიმართ გამოცემული გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების თაობაზე.
2. გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან დაკავშირებული განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა დავის განმხილველი ორგანოს აპარატი გამოითხოვს დასკვნას საგადასახადო ორგანოდან აღსრულების შემაფერხებელი გარემოებების შესახებ და წარუდგენს მას დავის განმხილველ ორგანო