დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს პირი, რომელიც თავმჯდომარეობდა სხდომას. თუ ეს შეუძლებელია ამ პირის მივლინების, უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის გამო, გადაწყვეტილებას ხელს აწერს დავების განხილვის საბჭოს წევრი – აპარატის უფროსი, ხოლო შემოსავლების სამსახურის შემთხვევაში – შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირ