განჩინება შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/11595-10
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111216021, 19/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2011 წლი ს 12 დეკემბერი                 

ქ.  თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი:მოვალე – შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანი’

საიდენტიფიკაციო კოდი – 205203849

წარმომადგენელი:ლევან თარგამაძე (დირექტორი);

მოთხოვნა:გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა;

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოვალე შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანი ს’’კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2010 წლის 8 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის“ დირექტორმა ლევან თარგამაძემ და ითხოვა აღნიშნული საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა. 2010 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მიღებული იქნა წარმოებაში, გაკოტრების მმართველად დანიშნულ იქნა ალექსანდრე ქოროღლიშვილი.

2011 წლის 6 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მ ი მართა შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის’’ გაკოტრების მმართველმა ალექსანდრე ქოროღლიშვილმა და მოითხოვა გათავისუფლებულიყო დაკისრებული მოვალეობის შესრულებისაგან და დანიშნულიყო სხვა გაკოტრების მმართველი.

სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ განცხადებას, მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო :

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც გაკოტრების მმართველის ალექსანდრე ქოროღლიშვილის განცხადება გაკოტრების მმართველის მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლებისა და სხვა გაკოტრების მმართველის დანიშვნის თაობაზეა, სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია დანიშნოს კრედიტორთა კრება.

კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს საკითხი: გაკოტრების მმართველის ალექსანდრე ქოროღლიშვილის დაკისრებული მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლებისა და შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის’’ გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 285-ე მუხლებით,

:

1. კრედიტორთა კრება დაინიშნოს 2011 წლის 29 დეკემბერს 14:15 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში,დ ავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №29). სხდომის დარბაზი #29

2. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზეwww.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში .

მოსამართლე          თ.ჭუნიაშვილი