საქართველოს ეროვნული ბანკის ლოგოს დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №10
2011 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის ლოგოს დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №5 განკარგულების პირველი მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ლოგო დანართი №1-ის შესაბამისად.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
საბჭოს თავმჯდომარე გ. ქადაგიძე
დანართი №1
საქართველოს ეროვნული ბანკის ლოგო
საქართველოს ეროვნული ბანკის ლოგო – ძველი ქართული მონეტის ფორმაში გამოსახული მზის სიმბოლო ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ბარელიეფიდან, მასში ჩასმულია სტილიზებული ორნამენტი. მარჯვნივ განთავსებული წარწერით ,,საქართველოს ეროვნული ბანკი“.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეროვნული ბანკის ლოგოს დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „საქართველოს ეროვნული ბანკის ლოგოს დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.12.2011.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეროვნული ბანკის ლოგოს დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს ეროვნული ბანკის ლოგოს დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 20.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 220010030.11.004.016010.
- სად არის „საქართველოს ეროვნული ბანკის ლოგოს დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.12.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „საქართველოს ეროვნული ბანკის ლოგოს დამტკიცების შესახებ“, №10, 20.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 220010030.11.004.016010 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1532877/