საქართველოს მთავრობის 2005 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 1, 31/01/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №10

2005 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2005 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის 48-ე მუხლის შესაბამისად:

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის გ.ხუროშვილის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ 2004 წლის III-IV კვარტალებში გაწეული კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და მისი შემდგომი სრულყოფის შესახებ.

2. დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის 2005 წლის  გეგმა და გადაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს განსახილველად.

3. საქართველოს კანონთა პროექტების მომზადება განისაზღვროს საქართველოს სამინისტროების საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად.

4. საქართველოს სამინისტროებმა უზრუნველყონ:

ა) გეგმით გათვალისწინებული კანონთა პროექტების მომზადება და საქართველოს მთავრობის კანცელარიაში წარმოდგენა საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დად-გენილი წესის მიხედვით;

ბ) საქართველოს პარლამენტიდან შემოსული კანონპროექტების შესახებ დასკვნების მომზადება და საქართველოს მთავრობის კანცელარიაში წარმოდგენა 7 დღეში.

ამ ვადაში დასკვნის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კანონპროექტი სამინისტროს ჩაეთვლება მოწონებულად.

5. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ (პ.მამრაძე) 10 დღეში წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში 2004 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტში ასახვის თაობაზე.

6. საქართველოს საკანონმდებლო აქტების გარდამავალი დებულებებითა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით გათვალისწინებულ შესაბამის დავალებათა დროულად შესრულებისათვის მინისტრებმა პირადი კონტროლი დაუწესონ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტას და სათანადო ინფორმაცია წარმოუდგინონ საქართველოს მთავრობის კანცელარიას.

7. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გ. ხუროშვილმა.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ჟვანია

დანართები არ ქვეყნდება.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის 2005 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის 2005 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.01.2005.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის 2005 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს მთავრობის 2005 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 31.01.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საქართველოს მთავრობის 2005 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.01.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის 2005 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის დამტკიცების შესახებ“, №10, 31.01.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2213005/