საქართველოს მთავრობის 2006 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 31/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №35

2006 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2006 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის რეგლამენტის 48-ე მუხლის შესაბამისად:

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის გ. ხუროშვილის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და მისი შემდგომი სრულყოფის შესახებ.

2. დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის 2006 წლის თანდართული გეგმა (შემდგომში - გეგმა) და წარედგინოს საქართველოს პარლამენტს განსა-ხილველად.

3. საქართველოს კანონთა პროექტების მომზადება განისაზღვროს საქართველოს სამინისტროების საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად.

4. საქართველოს საკანონმდებლო აქტების გარდამავალი დებულებებითა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით გათვალისწინებულ შესაბამის დავალებათა დროულად შესრულებისათვის მინისტრებმა პირადი კონტროლი დაუწესონ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტას და სათანადო ინფორმაცია წარმოუდგინონ საქართველოს მთავრობის კანცელარიას.

5. საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის კოორდინირებული მუშაობის მიზნით საქართველოს სამინისტროების საპარლამენტო მდივნებმა გაააქტიურონ მუშაობა საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან.

6. საქართველოს სამინისტროებმა უზრუნველყონ:

ა) გეგმით გათვალისწინებული კანონპროექტების მომზადება და საქართველოს მთავრობის კანცელარიაში წარმოდგენა საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით;

ბ) მომზადებულ და საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტების ელექტრონული ვერსიის წარმო-დგენა;

გ) საქართველოს პარლამენტიდან მიღებული კანონპროექტების შესახებ დასკვნების მომზადება და საქართველოს მთავრობის კანცელარიაში წარმოდგენა შვიდ დღეში.

ამ ვადაში დასკვნის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კანონპროექტი სამინისტროს ჩაეთვლება მოწონებულად.

7. საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინირებული წარმართვის მიზნით სამინისტროში მომზადებული და საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტების საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის შესაბამისი დასკვნისა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის გ. ხუროშვილის მიერ სავალდებულო ვიზირების შემდეგ.

8. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ (იურიდიული დეპარტამენტი) წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტში ასახვის თაობაზე.

9. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გ. ხუროშვილმა.

პრემიერ-მინისტრი                                                                         ზ. ნოღაიდელი

 

* ქვეყნდება დანართების გარეშე.