შპს „ორიონი“ს (ს/№200173169) კრედიტორთა საყურადღებოდ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს „ორიონის“ (ს/№200173169)კრედიტორთა საყურადღებოდ
გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის (მოსამართლე ლ.ქოჩიაშვილის) 2011 წლის 24 ნოემბრის №2/12584-11 განჩინების საფუძველზე გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება შპს „ორიონის“ (მის.: ქ.თბილისი. კაკაბაძის ქ. №15; ს/№200173169) მიმართ (საფუძველი: შპს „ორიონის“ დირექტორის მ.ლაცაბიძის განცხადება).
აღნიშნული განჩინების საფუძველზე: მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო;
გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული განჩინების შესაბამისად, შპს „ორიონის“ კრედიტორთა კრება მოწვეული იქნება 2012 წლის 12 იანვარს11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს №21 სხდომის დარბაზში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).
ამასთან, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე, შპს „ორიონის“ კრედიტორებს გთხოვთ 2012 წლის 02 იანვრამდე წერილობით წარმოადგინოთ (შპს „ორიონის“ მიმართ არსებული) თქვენი მოთხოვნები აღსრულების ეროვნულ ბიუროში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კმ.) და თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6); მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტები და მტკიცებულებები. ამასთან, მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით მეურვის აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილ წარმომადგენლებს: თამაზ კიკიანს (ტელ.: 577 111 480) ან ვასილ ხაჭაპურიძეს (ტელ.: 577 111 739)
მეურვის – აღსრულების ეროვნული ბიუროს
წარმომადგენელი
თამაზ კიკიანი