ს ს „საზღვაო ჰოსპიტალი”-ს აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს ,,საზღვაო ჰოსპიტლის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს ,,საზღვაო სერვისის“ დირექცია საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2012 წლის 16 იანვარს, დღის 18:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის 102/ბ.
სს ,,საზღვაო ჰოსპიტლის“ კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2011 წლის 15 დეკემბერი.
დღის წესრიგი:
1. ეკონომისტის მოხსენება საზოგადოების ზოგადი ეკონომიური მდგომარეობისა და აქციონერთათვის საზოგადოების განვითარების პერსპექტიული გეგმის წარდგენა და განხილვა;
2. სააქციო საზოგადოების მიერ 40 000 (ორმოცი ათასი) ჩვეულებრივი ნებადართული (განცხადებული) აქციების გამოშვება და განთავსება.
3. დირექტორის მოხსენება ნებადართული (განცხადებული) აქციების ნომინალური ღირებულებისა და მისი გასაყიდი (სახელშეკრულებო) ფასის დადგენ ის თაობაზე; განთავსების ვადისა და მინიმალური ოდენობის განსაზღვრა.
აქციონერებს შეგიძლიათ კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე წერილობით წარმოადგინოთ თქვენი საკითხები და მოსაზრებები, რომელიც განხილულ იქნება საერთო კრებაზე.
კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის“ მთ. სპეციალისტთან – ქალბატონ ლუიზა ჩიკაშუასთან, ტელ.: 599 15 88 06.
აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობისა და აქციათა რეესტრის საფუძველზე.
საზოგადოების გენ. დირექტორი გ. ჭყონია