შეტყობინება სააქციო საზოგადოება „საზღვაო ჰოსპიტალის“ აქციონერებს
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა
სააქციო საზოგადოება „საზღვაო ჰოსპიტალის“ აქციონერებს
გაცნობებთ, რომ 2011 წლის 28ოქტომბერს მოწვეული იყო საზოგადოების საერთო კრება, კრების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო საკანონმდებლო მაცნის ელექტრონულ ვებგვერდზე. ვინაიდან კრებაზე არ იქნა წარმოდგენილი ხმების ნახევარზე მეტის მქონე პარტნიორი (პარტნიორები) და არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი, შესაბამისად, საერთო კრება არ შედგა.
ზემოაღნიშნულის გამო ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54–ე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, საზოგადოების დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება გაცნობოთ, რომ 2011 წლის 15 დეკემბერს, 18:00 საათზე მოწვეულია სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ აქციონერთა საერთო კრება, რომელიც გაიმართება საზოგადოების შემდეგ იურიდიულ მისამართზე: საქართველო, ქ.ბათუმი, მელიქიშვილის ქ. №102 ბ.
სს ,,საზღვაო ჰოსპიტალი ს“ კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2011 წლის 11 ნოემბერი.
დღის წესრიგი:
1. საზოგადოების წლიური ანგარიშის დამტკიცება.
2. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის მიზანშეწონილობა.
3. დირექტორის გადარჩევის შესახებ საკითხის დაყენება.
4. აქციონერთათვის საზოგადოების განვითარების პერსპექტიული გეგმის წარდგენა და განხილვა.
5.აუდიტის არჩევა;
აქციონერებს შეგიძლიათ კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე წერილობით წარმოადგინოთ თქვენი საკითხები და მოსაზრებები, რომელიც განხილულ იქნება საერთო კრებაზე.
კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი“ს“ მთ. სპეციალის ტ თან, ქალბატონ ლუიზა ჩიკაშუასთან, ტელ: 599 15 88 06.
აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობისა და აქციათა რეესტრის საფუძველზე.
საზოგადოების გენ. დირექტორი გრ. ჭყონია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შეტყობინება სააქციო საზოგადოება „საზღვაო ჰოსპიტალის“ აქციონერებს“?
- დიახ, განცხადება „შეტყობინება სააქციო საზოგადოება „საზღვაო ჰოსპიტალის“ აქციონერებს“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.11.2011.
- როდის იქნა მიღებული „შეტყობინება სააქციო საზოგადოება „საზღვაო ჰოსპიტალის“ აქციონერებს“?
- „შეტყობინება სააქციო საზოგადოება „საზღვაო ჰოსპიტალის“ აქციონერებს“ მიღებულია 21.11.2011. მიმღები ორგანო — სს „საზღვაო ჰოსპიტალი“. დოკუმენტის ნომერი — №58.
- სად არის „შეტყობინება სააქციო საზოგადოება „საზღვაო ჰოსპიტალის“ აქციონერებს“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.11.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შეტყობინება სააქციო საზოგადოება „საზღვაო ჰოსპიტალის“ აქციონერებს“, №58, 21.11.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1513495/