დმანისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.12.2011 ძალადაკარგული 26.06.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21-51
სარეგისტრაციო კოდი
210070000.35.156.016081
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111226021, 28/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21-51

2011 წლის 23 დეკემბერი  

ქ. დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის ნორმატიული აქტების შესახებ 25-ე მუხლის თანახმად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20000 ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარი;

 გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

 დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 40000 ლარი;

 ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 5000 ლარი.

    მუხლი 2

დადგენილების ძალაში შესვლიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს დმანისის მუნიციპალიტეტის 2007 წლის 27 თებერვლის №61 დადგენილება.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაში შედის 2012 წლის 3 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე    ბ. მგელაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დმანისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.06.2024.
როდის იქნა მიღებული „დმანისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“?
„დმანისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ მიღებულია 23.12.2011. მიმღები ორგანო — დმანისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №21-51. სარეგისტრაციო კოდი — 210070000.35.156.016081.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 26.06.2024-დან.
სად არის „დმანისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დმანისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“, №21-51, 23.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.156.016081 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1536989/