სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.12.2011 ძალადაკარგული 17.02.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.129.016046
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111227002, 29/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

 დადგენილება №29

2011 წლის 23 დეკემბერი

ქ. ჭიათურა

სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.

განისაზღვროს ჯარიმის ოდენობები ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით (დანართი №1).

მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე         ი. ჭუმბურიძე

                                                                                                                                        დანართი №1

 

ჯარიმის ოდენობები ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში

                                            შესაბამისი ზონების მიხედვით

 

 

 

 

 

 

 

 

ზონა

 

 

 

 

ზონის აღწერა

ჯარიმის ოდენობა (ლარებში) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე

1

I ზონა

ქალაქ ჭიათურის ცენტრალური ზონა –ნინოშვილის, წერეთლის, ძმები დეკანოზიშვილების (ყოფილი პირველი მაისის), ყაზბეგის, იაშვილის, თხელიძის, ნიკოპოლის, ტოლსტოის, აბაშიძის, 26 მაისის , ჭავჭავაძის ქუჩები

0,5

2

II ზონა

ქალაქ ჭიათურის შუალედური ზონა –დავით აღმაშენებლის (ყოფილი სტალინის) ქუჩის №1-დან №94-ის ჩათვლით, მღვიმევის , გიორგაძის, ჩაჩანიძის (ყოფილი მოსკოვის), წმ. გერმანეს, ცხოვრებაძის, 9 აპრილის, ვაჟა-ფშაველას, ბარათაშვილის, ბელიაშვილის, თორღვაშვილის, ტყაბლაძის, ჭიღლაძის, ინტერნაციონალის, რუსთაველის, ქუთაისის, კუპატაძის (ყოფილი წულუკიძის), ბათუმის, ლეჟუბნის, თბილისის, ჯარბელის, ტაბიძის, ჭანტურიას ქუჩების ტერიტორიები, მემორიალის მიმდებარე ტერიტორია, საჩხერის გზატკეცილის, მდინარეების ყვირილასა და ჯრუჭულას მიმდებარე ტერიტორიები

0,3

3

III ზონა

ქალაქ ჭიათურის პერიფერიული ზონა–დავით აღმაშენებლის (ყოფილი სტალინის) ქუჩის № 94-დან ზემოთ, ახალი დარკვეთისა და მღვიმევის მაღაროთა სამმართველოების მიმდებარე ტერიტორიები, სოფრომაძის, პატარიძის, ვაჩნაძის, ფანცულაიას, საბჭოს, ღვალაძის (ყოფილი საბჭოს ქუჩის მე-4 შესახვევი), წმ. გიორგის, გაგარინის, გოგებაშვილის, ერისთავის, თავისუფლების, მუხაძის, სიხარულიძის, ფრანგიშვილის, ბაქრაძის ქუჩების ტერიტორიები; ჭიათურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიები

0,2