„ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№276
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.025.016052
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111228006, 28/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება№276

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებით (სსმ,11.05.2011, ვებგვერდი, 110511008) დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1.

1. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ძუძუმწოვრებზე და შემდეგ ვადებში:      

ა) არჩვზე - 15 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

გ) მურა დათვზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

დ) ჯიხვზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ე) ნიამორზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 დეკემბრამდე;

ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე;

თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე;

ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;

კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;

ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;

მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;

ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;

ო) ენოტისებურ ძაღლზე  - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;

პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;

ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე;

რ) შველზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;

2. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე და შემდეგ ვადებში:

ა) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

ბ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

გ) ხოხობზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

დ) კაკაბზე  - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

ე) დურაჯზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

ვ) გნოლზე - 1 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ზ) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;

თ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;

ი) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.

3. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, მაშინ ნადირობა ნებადართულია:

ა) არჩვზე - 5 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 თებერვლამდე;

გ) მურა დათვზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

დ) ჯიხვზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ე) ნიამორზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;

ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე;

თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე;

ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;

მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;

ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;

ო) ენოტისებურ ძაღლზე  - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;

პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 15 თებერვლამდე;

ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 თებერვლამდე;

რ) შველზე - 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე;

ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;

ტ) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე;

უ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე;

ფ) ხოხობზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე;

ქ) კაკაბზე  - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე;

ღ) დურაჯზე - 1 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

ყ) გნოლზე - 15 ნოემბრიდან - 1 მარტამდე;“

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.12.2011.
როდის იქნა მიღებული „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 27.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №276. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.22.025.016052.
რამდენი მუხლისგან შედგება „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №276, 27.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.025.016052 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1539533/